ჩაბარების ვადა:

29 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26429 - ტენდერი ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს ობიექტებისთვის ავეჯის შეკვეთით დამზადებასა და მონტაჟზე.

შესყიდვის ობიექტი:

შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალი, რაოდენობა და მახასიათებლები იხ. თანდართულ ფაილად - დანართი N1 და ნახაზები დანართი N3

ტენდერის გამარჯვებულთან გაფორმდება ერთ წლიანი გენერალური ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს წლის განმავლობაში საშუალოდ 17 სალომბარდე და 20 სტანდარტული ობიექტისთვის ავეჯის დამზადებასა და მონტაჟს.  ბანკის მოთხოვნის მიხედვით სპეციფიკაციები და რაოდენობები შესაძლოა დაკორექტირდეს.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაცია აკმაყოფილბდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • შესაბამის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება:
  • შესრულებული მსგავსი პროექტები, არანკლებ 2
  • პრეტენდენტს უნდა გააჩნეს შესაბამისი ადამინური და საწარმოო რესურსი უზრუნველყოს ერთდროულად მინიმუმ 5 ობიექტისთვის ავეჯის წარმოება 

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. 

  • შემოთავაზებული პროდუქცია უნდა იყოს მოთხოვნილის იდენტური;
  • გამარჯვებულმა კომპანიამ ერთი კვირის ვადაში უნდა წარადგინოს დასამზადებელი ავეჯის ერთი ან რამდენიმე პოზიციის ნიმუში
  • ნიმუშების წარდგენა უნდა მოხდეს მონაწილის ხარჯებით.
  • ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს მომწოდებელი კომპანია დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 29 მაისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:

გიორგი ლომთაძე
579 15 67 96
glomtadze@bog.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 39100000 ავეჯი

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    16 მაისი 2025 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა