
8 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26460 - ტენდერი მაღალი ხარისხის საჩუქრების იდეისა და პროდუქტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „პაშა ბანკი საქართველო“ აცხადებს ტენდერს მაღალი ხარისხის საჩუქრების იდეასა და პროდუქტებზე, რომლებიც ექსკლუზიურად შეიქმნება პაშა ბანკის კორპორატიული კლიენტებისთვის.საჩუქრები განკუთვნილია ორი ტიპის შემთხვევისთვის: საახალწლო მილოცვისთვის და კლიენტების დაბადების დღის აღსანიშნავად. თითოეული საჩუქარი უნდა გამოირჩეოდეს უმაღლესი ხარისხით, საინტერესო კონცეფციით და შეესაბამებოდეს ბანკის სტანდარტებს.
ჩვენი მთავარი მიზანია უზრუნველვყოთ, საჩუქარის უნიკალური კონცეფცია, თანამედროვე, ელეგანტური დიზაინის და პრემიუმ ხარისხის, რომელიც შეესაბამება PASHA Bank-ის ბრენდის სტანდარტებს.
პროექტის მიზნობრივი აუდიტორია: პაშა ბანკის კორპორატიული კლიენტები
პროექტის დეტალები:
- კონცეფცია და შექმნის ისტორია: სასურველია საჩუქრებს ჰქონდეთ ერთმანეთთან დაკავშირებული თემა ან ისტორია, რომელიც მისცემს ნივთს მნიშვნელობას. ისტორია უნდა გადმოსცემდეს კლიენტებისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას. საჩუქრები მხოლოდ პაშა ბანკის კლიენტებისთვის უნდა შეიქმნას.
- პერსონალიზაცია
საჩუქრები უნდა შეიცავდეს პერსონალიზაციის შესაძლებლობას (მაგალითად, ინიციალებით ან სხვა კორპორატიული ელემენტებით(ლოგო). - საჩუქრის კატეგორიები და ხარისხი
პირველი კატეგორია (VIP):
- საახალწლო საჩუქრის რაოდენობა - 135 ც
- დაბადების დღის საჩუქრის რაოდენობა - 30 ც
- განკუთვნილი VIP კორპორატიული კლიენტებისთვის. საჩუქრები უნდა მოიცავდეს პრემიუმ ხარისხის პროდუქციას, რომელიც გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, მასალებით და შესრულებით.
მეორე კატეგორია (Standard):
- საახალწლო საჩუქრის რაოდენობა - 125 ც
- დაბადების დღის საჩუქრის რაოდენობა - 65 ც
- ელეგანტური ნივთი, რომელიც იქნება თემატურად დაკავშირებული VIP კატეგორიის საჩუქართან, ბიუჯეტური ვარიანტი.
შესრულების ვადები:
გამარჯვებულმა პრეტენდენტმა მიწოდების პირველ ეტაპზე დაბადების დღის ორივე კატეგორიის (VIP,STANDARD) საჩუქრების მიწოდება ნაწილობრივ უნდა განახორციელოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისამდე. (შესაძლებელია, მიწოდების გრაფიკის შეთანხმება).
მეორე ეტაპზე ორივე კატეგორიის (VIP,STANDARD) საახალწლო საჩუქრების მიწოდება უნდა უზუნველყოს 2025 წლის 15 სექტემბრამდე.
სხვა პირობები:
- პროექტის ფარგლებში შექმნილი პროდუქტები უნდა იყოს სრულად კონფიდენციალური და ექსკლუზიური.
- საბოლოო მომწოდებლის შერჩევა დაფუძნებული იქნება არა მხოლოდ ფასებზე, არამედ შემოთავაზებულ კონცეფციაზე და ხარისხზე.
პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო პროცესის მსვლელობისას მოითხოვოს შემსყიდველთან შეხვედრა.
ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც კომპანიებს ასევე ინდივიდუალურ პირებს.
გამოცდილება:
- პრეტენდენტმა სატენდერო შემოთავაზებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუემნტები პორტფოლიო და ა.შ. ასევე მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი.
- შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ტენდერში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- დანართი N1;
- დანართი N2;
- დანართი N3;
- ინფორმაცია გამოცდილების შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილი.
ვადები:
წინადადების მიღება დასრულდება 8 ივნისს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასის შეთავაზება და შინაარსობრივი ნაწილი (იდეა/კონცეფცია) და ფასების ცხრილი დანართი N1-ის საფუძველზე და სხვა სატენდერო დოკუმენტაცია, შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: procurement@pashabank.ge m.vacheishvili@pashabank.ge მობ: +995 599 48 77 99
შერჩეულმა კანდიდატებმა მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ ნიმუშები დანართ N1 -ში მოცემული მასალათა ჩამონათვალის შესაბამისად, თითოეულ პოზიციაზე.
ტენდერის კატეგორია:
- 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
- 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები