ჩაბარების ვადა:

27 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26470 - ტენდერი უსაფრთხოების OSH პროგრამის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

.. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #EF-GE/766
  • დანიშნულება: უსაფრთხოების OSH პროგრამის შესყიდვა

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

  • ტენდერის სააპლიკაციო ფორმა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ: 

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
  • ანგარიშსწორების პირობა: მოწოდებიდან/ინსტალაციიდან 60 დღის შემდეგ;

შრომის უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამა უნდა იყოს დაფუძნებული საერთაშორისო სტანდარტებსა და ლოკალურ კანონმდებლობაზე მოიცავდეს ქვემოთ მოცემულ ფუნქციონალს და უზრუნველყოფდეს:

  • შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის, პროცედურების, ტრენინგების, ჩეკლისტების გაციფრულებას, წარმოებას და შენახვას ;
  • რისკების შეფასების პროცესის ოპტიმიზაციას, დოკუმენტის გენერირებას და განახლებას;
  • ინციდენტების ანგარიშგების და მოკვლევის პროცესის ავტომატიზაციას;
  • სამუშაო ნებართვების გენერირებას და კომუნიკაციას;
  • ობიექტების, დანადგარების და ხელსაწყოების ინსპექტირების პროცესის ოპტიმიზაციას;
  • შრომის უსაფრთხოების ტრენინგების ონლაინ რეჟიმში ჩატარების შესაძლებლობას
  • ტრენინგზე დამსწრეთა აღრიცხვის მოქნილ სისტემას;
  • მუდმივად განახლებადი ციფრულ ბიბლიოთეკას სფეროსთან დაკავშირებული მასალებით;
  • საკანონმდებლო ბაზაში შესული ყველა სიახლის ავტომატურ რეჟიმში მიღებას;
  • შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას;
  • უნდა ჰქონდეს ლაივ ჩეთის ფუნქციონალი გამარტივებული მხარდაჭერისთვის;
  • უზრუნველყოფდეს მუდმივ კონსულტაციას და მხარდაჭერას პროგრამის გამართულად ფუნქციონირებისათვის;
  • მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სოფტის ინტროდუქცია / დანერგვის ვორქშოფის ჩატარება ყველა ჩართული პერსონალისთვის.

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

Nata Kapanadze nata.kapanadze@ge.anadoluefes.com

Efes GE Tenders tenders@ge.anadoluefes.com

მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"

შემოთავაზების მიღება იწყება 19.05.2025 13:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება: 27.05.2025   18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები