
4 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26513 - ინტერესთა გამოხატვა Quizz პლატფორმის დანერგვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ინტერესთა გამოხატვას Quizz პლატფორმის დანერგვაზე.
ინსტრუქცია ინტერესთა გამოხატვის პროცესში მონაწილეობისთვის:
ინტერესთა გამოხატვის კლევა ხორციელდება იმ კომპანიების მოძიების მიზნით ვისაც შესაძლოა ჰქონდეთ ინტერესი ამ პროექტში მონაწილეობაზე. კლვევა გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში, მიღებული აპლიკაციებიდან შეირჩევა ბანკისთვის მისაღები გამოცდილების და კვალიფიკაციის მქონე კომპანიები, რომლებთანაც დამატებით მოხდება დეტალური ინფორმაციის გაზიარება პლატფორმასთან დაკავშირებით.
პროექტი მიზნად ისახავს პლატფორმის შექმნას, საიდანაც ყოველდღიურ რეჟიმში ადრესატებს დაეგზავნებათ Quizz-ები, რომლებზეც პასუხის გაცემის ვალდებულება ექნებათ ადრესატებს და სანამ არ მოხდება Quizz-ის დასრულება დაეგზავნებათ შესაბამისი შეტყობინებები შეუსრულებლობის ინფორმაციით.
მოთხოვნები:
- ყოველდღიურად ქვიზების გაგზავნის შესაძლებლობა სწორ სამიზნე ადრესტებთან;
- სისტემაში ატვირთულ ბაზაში კითხვების იდენტიფიცირების შესაძლებლობა თემატიკისა და პოზიციის მიხედვით;
- კითხვების შეტვირთვა/განახლების შესაძლებლობა ადმინისტრატორის (იგულისხმება ბანკის თანამშრომელი) მიერ;
- რეპორტინგისა და ანალიტიკის დაგენერირების შესაძლებლობა შემდეგი შინაარსით:
- შესრულების სტატუსი
- შესრულების სისწორე
- შესრულების დრო
- ინდივიდუალური და გუნდური ტენდენციები - რეპორტების შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან/გუნდებთან გაგზავნის შესაძლებლობა;
- შეცდომის შემთხვევაში თანამშრომელთან სწორი პასუხებისა და სასწავლო მასალის გაგაზავნა;
- სასურველი ტექნოლოგიური ენა და სისტემა - .NET / Angular
- საორიენტაციო ადამიანური რესურსი 2x Senior Developer. სასურველია ორივეს ჰქონდეს Frontend და Backend-ზე მუშაობის გამოცდილება;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განხორციელებული პროექტების პორტფოლიო
- ჩართული დეველოპერების Resume
- კაც/დღის ფასი როლის შესაბამისად;
დამატებითი ინფორმაცია:
- ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- მონაწილე კომპანიების შეფასება მოხდება ღირებულების და მოწოდებული ნიმუშის მიხედვით.
- ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენსსაუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს.
- ბანკი იტოვებს უფლებას რომ ნებისმიერ ეტაპზე შეწყვიტოს ტენდერი და წინამდებარე ბაზრის კვლევის გამოცხადება არავალდებულებს ბანკს პრეტენდენტის გაფორმებას რომელიმე მომწოდებელთან.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადიგანვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
- ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში დაყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნითდასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათდოკუმენტაციის წარმოდგენა.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 4 ივნისი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე (ბაზრის კვლევა)
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ინტერესის გამოხატვის მსვლელობის დროს ტექნიკურ და პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
+995 579 243475
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები