ჩაბარების ვადა:

30 მაისი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26536 - ტენდერი სათავო ოფისის ფასადის მდგრადობის შემოწმებაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 24 მაისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს ტენდერს  სათავო ოფისის ფასადის მდგრადობის შემოწმებაზე;

1.უნდა შემოწმდეს შემდეგი:

  • ფასადის შუშების მდგომარეობა, შუშების სიმყარე, ბზარები
  • შუშის დამჭერი ჩარჩოების მდგომარეობა, ჩარჩოებში შუშების ფიქსაცია
  • ფასადის ალუკაბონდის მდგომარეობა, ალუკაბონდის ჩამაგრებები
  • ალუკაბონდის საყრდენი კონსტრუქცია
  • ფასადის შუშების მთავარი საყრდენი კონსტრუქცია

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • განიხილება კომპანია, რომელიც მინიმუმ 2(ორი) წელიწადია რაც დაფუძნებულია;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • ატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი 1-ის შესაბამისად);
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და შესრულების პირობებზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:  

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სპეციალისტთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები.

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

მომსახურება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №74;

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად მოწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი №2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 მაისი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია: შესყიდვების მენეჯერი შორენა თავაძე, ელ-ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge; მობ: 595 90 12 00. ტექნიკურ საკითხებზე გთხოვთ დაუკავშირდით: ბიზნესის უწყვეტობისა და შრომის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი შალვა სვანიშვილი, ელ-ფოსტა: Shalva.Svanishvili@lb.ge; მობ: 558 19 04 07; ძირითადი მომსახურების განყოფილების უფროსი ირაკლი ადამაშვილი ელ-ფოსტა: irakli.adamashvili@lb.ge; მობ: 591 28 42 02.

ტენდერის კატეგორია:

  • 71500000 მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    24 მაისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა