ჩაბარების ვადა:

18 ივნისი 2025, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26605 - თბილისი მოლის ფასადზე ლოგოს დამზადებასა და მონტაჟზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

თბილისი მოლი აცხადებს ტენდერს ფასადდზე არსებული ლოგოს და წარწერების განახლება შეცვლასთან დაკავშირებით. 

ტექნიკური მოთხოვნები:

დიზაინის სპეციფიკაციები

  • ლოგო და წარწერა: დიზაინი უნდა შეესაბამებოდეს თბილისი მოლის ბრენდის იდენტობას. ლოგოსა და წარწერას უნდა ჰქონდეს სრულად შევსებული ფონი, რათა შეიქმნას მყარი, ვიზუალურად მიმზიდველი გარეგნობა. ზომა-არსებული კონსტრუქციის ზომა და განახლებულის შემთხვევაში იხილეთ თანდართული დოკუმენტის მიხედვით.
  • ფერი და ზედაპირი: ფერები უნდა შეესაბამებოდეს ბრენდის ფერთა პალიტრას
  • განათება: ნიშანს უნდა ჰქონდეს LED განათება ღამის ხილვადობისთვის, ენერგოეფექტური მოდულებით (მინიმუმ IP65 ხარისხი ამინდის მიმართ მდგრადობისთვის).
  • ფონი: შევსებული ფონი უნდა იყოს უნაკლო, ხილული ნაკერების ან შეერთებების გარეშე, და ესთეტიკურად ინტეგრირებული ლოგოსა და ასოებთან.
  • ქარის დატვირთვის წინააღმდეგობა: ნიშანი უნდა იყოს გათვლილი ქარის დატვირთვაზე, საქართველოს შესაბამისი სამშენებლო ნორმების მიხედვით, თბილისის ქარის სიჩქარის მონაცემების გათვალისწინებით
  • სახურავის დატვირთვის ტევადობა: კონსტრუქციის წონა არ უნდა აღემატებოდეს სახურავის ტვირთამწეობას. კონტრაქტორმა უნდა ჩაატაროს არსებული სახურავის სტრუქტურული ანალიზი, რათა დაადასტუროს მისი უნარი, გაუძლოს ნიშნის წონასა და ქარის დინამიურ დატვირთვას.
  • მასალები- კომპანიებმა უნდა შემოგვთავაზოს გამძლე და მყარი მასალა, რომელიც გაუძლებს მზის და სხვადასხვა მეტეროროლოგიურ პირობებს.
  • კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ წინადადებები, რომლებიც მოიცავს საგარანტიო პირობებსაც და ასევვე უნდა გაწერონ სამუშაოს შესრულების ვადები
  • ტექნიკური წინადადება: უნდა მოიცავდეს:
    - დიზაინის ესკიზებს (3D ვიზუალიზაციით, თუ შესაძლებელია).
    - გამოყენებული მასალებისა და ტექნოლოგიების აღწერას.
    - სტრუქტურული ანალიზის წინასწარ გეგმას.
    - სამონტაჟო გეგმასა და გრაფიკს

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 18 ივნისი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებით კითხვებზე გთხოვთ მოგვწეროთ შემდეგ მეილზე b.tsiklauri@tbilisimall.com ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე +995591514309

ტენდერის კატეგორია:

  • 22400000 მარკები, ჩეკების წიგნაკები, ბანკნოტები, აქციები, სარეკლამო მასალა, კატალოგები და სახელმძღვანელოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    3 ივნისი 2025 დრო 12:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა