
11 ივლისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2666 - ტენდერი მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავებაზე
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.“მინა“ აცხადებს ტენდერს მზა პროდუქციის გადარჩევისათვის პერსონალის დაქირავების შესახებ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება დალუქული კონვერტით ს.ს.“მინა“-ს სათაო ოფისში (მცხეთის რ-ნი, სოფ.ქსანი) 2017 წლის 11 ივლისამდე ; უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და დამოწმებული ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში);
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ ტენდერის სახელწოდება და გამომგზავნის დასახელება;
წინადადებას უნდა დაერთოს:
- კომპანიის რეკვიზიტები;
- პასუხისმგებელი პირის საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
- შემოთავაზება , ღირებულება ლარში დ.ღ.გ-ს გარეშე შემდეგი სახით:
მანუალურად კუთხედზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
ხაზზე ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
ხაზზე ავტომატურად ( ხარისხის აპარატზე) ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
ხაზზე ვიზუალურად ხელახლა სორტირება - 1000 ბოთლი
გაითვალისწინეთ, მხოლოდ გამარჯვებულ კომპანიას ეცნობა ტენდერის შედეგი.
გამარჯვების შესახებ გეცნობათ ელ.ფოსტის მეშვეობით;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე aalaverdashvili@mina.com.ge
ან დაგვიკაშვირდით
577 99 33 12 - მარინა
ადამიანური რესურსების მენეჯერი
ტენდერის კატეგორია:
- 79600000 პერსონალის დაქირავებასთან დაკავშირებული მომსახურებები