
27 ივნისი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT26819 - ტენდერი ჩილერების სერვისულ მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი ჩილერების სერვისულ მომსახურებაზე (1 წლის ვადით):
გარე აგრეგატი 2 ცალი,
- 380 kwt სიმძლავრის, მწარმოებელი Mitsubishi ექსპლუატაციაშია 2022 წლიდან
- 270 kwt სიმძლავრე, Geodata . ექსპლუატაციაშია 2012 წლიდან
ორივე აგრეგატი მუშაობს 1 კონტურზე, ამ დროისთვის სისტემა გამართულია, საჭიროებს მხოლოდ გარე აგრეგატების გეგმიურ მომსახურებას ( გარე ბლოკების რადიატორების პერიოდული გარეცხვა )
შიდა აგრეგატები 28 ცალი
- APC 16 kwt 18 ცალი სასერვეროში, ექსპლუატაციაშია 2012 წლიდან
- EURAPO 16 kwt 8 ცალი UPS ოთახში ექსპლუატაციაშია 2012 წლიდან
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერის ნომერი: 2025/09
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2025 წლის 27 ივნისის ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის).
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
ს.ს. ,,სილქნეტი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
ს.ს. ,,სილქნეტი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ზეზვა მათიაშვილი
ტელეფონი: +995 595 338802
E-mail: tenders@silknet.com; zmatiashvili@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7
ტენდერის კატეგორია:
- 31600000 ელექტრომოწყობილობები და აპარატურა
- 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება