ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T26822 - ტენდერი კლიენტის ეფექტური მომსახურების ტრენინგის (სერვის+) უზრუნველყოფის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, კლიენტის ეფექტური მომსახურების ტრენინგის (სერვის+) უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:

  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ტენდერის დასახელება: სს „ქართუ ბანკი“, ღია ტენდერი - კლიენტის ეფექტური მომსახურების ტრენინგის (სერვის+) უზრუნველყოფის შესყიდვა.
  • პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 1 ივლისისა. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე. 

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს. 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უნდა ერკვეოდეს საბანკო სფეროში კლიენტის ეფექტური მომსახურების როლსა და ფუნქციებში
  • უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლის გამოცდილება საბანკო სექტორში მსგავსი ტრენინგების ჩატარების კუთხით
  • ტრენინგის განხორციელების შემდგომ კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბოლოო ანგარიში, რომელშიც გათვალისწინებული იქნება: სატრენინგო ჯგუფების ჩართულობა, მათი პოტენციალის ანალზი და განვითარების სპეციფიური არეალი, პრე და პოსტ ტრეინინგის შეფასება ცალკეული მსმენელის ჭრილში.
  • დეტალურად იხ. დანართი #3-ში.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე

ეკატერინე დეკანოსიძე
მობილური ნომერი:
(+995) 599 49 70 00, 595 33 90 46,  ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (556),  
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge 

ტენდერის კატეგორია:

  • 80500000 სატრენინგო მომსახურებები

დოკუმენტაცია