
30 ივნისი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარეT26854 - ტენდერი კლიენტებთან საკომუნიკაციო სისტემის დანერგვის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: კლიენტებთან საკომუნიკაციო სისტემის დანერგვის შესყიდვის შესახებ.
სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
ძირითადი მოთხოვნები:
დეტალური ინფორმაცია ძირითადი მოთხოვნების შესახებ მოცემულია ტექნკურ ფაილში.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- სააპლიკაციო ფორმა;
- დანართი N1 (ფასების ცხრილი)
- ტექნიკური დავალება
- ტენდერის პიროებები
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
- ხელმოწერილი სპეციფიკაცია-მოთხოვნები (იხ.თანდართულ ფაილი- დანართი 1);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია).
პრეტენდენტ კომპანიას უნდა გააჩნდეს გამოცდილება ამ მიმართულებით.
პრეტენდენტმა კომპანიამ სასურველია წარადგინოს ბანკისა და/ან სხვა ნებისმიერი ორგანიზაციის სარეკომენდაციო წერილი, სადაც დანერგა მსგავსი ტიპის პროექტი.
პრეტენდენტმა კომპანიამ სასურველია წარმოადგინოს სერტიფიცირებული ინჟინერის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი.
ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან და ბოლო 2 წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი (სასურველია)
*პროკრედიტ ბანკი გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმებს 5 წლიან ხელშეკრულებას, დანარგვასა და შემდგომი მომსახურების შესახებ. (3+2 პრინციპით, სადაც 3 წლის მანძილზე ფასი იქნება უცვლელად ფიქსირებული, ხოლო შემდგომი 2 წლის მანძილზე განიხილება ფასის ცვლილება არაუმეტეს თავდაპირველი ფასის 10%-სა. )
ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით შესაძლებელია ჩავნიშნოთ შეხვედდრა და დეტალურად გავიაროთ პროექტთან დაკავშირებული საკითხები.
გთხოვთ, წინადადების შემოტანისას დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ჩააბარეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ კანცელარიაში.
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 30 ივნისი 2025 წელი 16:00 საათამდე
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
არჩილ თარაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 64200000 სატელეკომუნიკაციო მომსახურებები
- 32400000 ქსელები