
2 ივლისი 2025, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26866 - აუქციონი კარტრიჯების შესყიდვასა და მომსახურებაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს აუქციონს კარტრიჯების შესყიდვასა და მომსახურებაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირებით ელექტონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს.
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებახელშეკრულების პირობებს.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი - დანართი1;
- პრეტენდენტებმა თანდართული ფაილის შესაბამისად შევსებულ ფასების ცხრილში უნდა მიუთითონ შემოთავაზებულისაქონლის სასაქონლო ნიშანი და / ან მარკა / მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია დაწარმოშობის ქვეყანა.
- შემოთავაზებული პროდუქტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ მინიმალურპარამეტრებს.
- ბანკი იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ან გადაავადოს ტენდერი.
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები - დანართი 2;
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულგადასახადებს და გადასახდელებს.
სატენდერო მოთხოვნები:
- მიწოდების მისამართი: ქ. თბილისი, ჭირნახულის ქ. #9
- მიწოდების ვადა:
- ახალი კარტრიჯები: ბანკის მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღე.
- დამუხტული კარტრიჯები: ბანკის მიერ ჩაბარებიდან (იგულისხმება ბანკის საწყობში დაგროვებული დასამუხტი კარტრიჯები) 5 სამუშო დღე. - გარანტია: განისაზღვროს პრეტედენტის მიერ.
- ხარისხი: შავ-თეთრი კარტრიჯები უნდა იყოს ე.წ. Compatible (თავსებადი), ფერადი კარტრიჯები: ორიგინალი.
- სარეკომენდაციო წერილი: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სარეკომენდაციო წერილი იმ ორგანიზაციისგან, რომელთანაც აქვს მსგავსი მომსახურების მიწოდების გამოცდილება ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში. სარეკომენდაციო წერილი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მიწოდებული მომსახურების მოცულობისა და ხარისხის შესახებ.
- სატენდერო დოკუმენტში მითითებული რაოდენობები არის საორიენტაციო და შესაძლებელია შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) ბანკის საჭიროებებიდან გამომდინარე. ბანკი არ იღებს ვალდებულებას სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული სრული რაოდენობის შესყიდვაზე.
- ხელშეკრულების პირობები:
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 1 წელი
- ანგარიშსწორება: ყოველი თვის ბოლოს, გაწეული მომსახურების შესაბამისად
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შესაძლოა შეიცვალოს/დაემატოს კარტრიჯების მოდელები, რომლის მოწოდება/დამუხტვაზეც პასუხისმგებელი იქნება კომპანია, რომელთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას - ხელშეკრულების მოქმედების პროცესში პრეტედენტი ვალდებულია:
- დასამუხტი კარტრიჯების ტრანსპორტირება და ლოჯისტიკის ნაწილი სრულად უზრუნველყოს. მნიშვნელოვანია პროცესი ყოველი კვირის ორშაბათს განხორციელდეს და იყოს კარტრიჯების დამუხტვის უწყვეტი ციკლი.
- დამუხტული კარტრიჯების მოწოდება ბანკისთვის უნდა მოხდეს შეფუთულ მდგომარეობაში, თითოეული კარტიჯი მოთავსებული უნდა იყოს შესაბამის ყუთში/ფექში.
- კარტრიჯები მოწოდების დროს დახარისხებული უნდა იყოს მოდელები მიხედვით. არ უნდა მოხდეს მოდელების შერევა. - პრეტედენტმა შემოთავაზებული კარტრიჯები (როგორც ახალი, ისე დამუხტული) სატეტსტოდ უნდა წარმოადგინოს ბანკის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადაში. სატესტო ნიმუშების შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, რაც მოიცავს ბეჭდვის ხარისხისა და პრინტერთან თავსებადობის შემოწმებას.
შეფასების კრიტერიუმები და წონები:
- ფასი - 80%
- შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ერთეული კარტრიჯის შესყიდვისა და დამუხტვის ღირებულება
- ფასის შეფასებისას მხედველობაში მიიღება კარტრიჯის წარმადობა (დასაბეჭდი ფურცლების რაოდენობა) - მიწოდების ვადა - 20%
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
- სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
- უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
- ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
Annex1-ის შევსება და ატვირთვა სავალდებულოა, ვაჭრობაც Annex1-ის განფასებით უნდა წარიმართოს. Annex2-ის შევსება არ არის სავალდებულო და დაინტერესების შემთხვევაში უნდა ატვირთოს პრეტენდენტმა.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 2 ივლისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: რევერსული აუქციონი
- ფასის კლების ბიჯი: 1000 ლარი
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ვაჭრობა დაიწყება 2 ივლისი, 12:00 საათზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ანი სტეფნაძე
astepnadze@bog.ge
579 24 34 75
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 30100000 საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები