
27 ივნისი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26870 - ტენდერი საოფისე ფართის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს საოფისე ფართის დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
- მისამართი: ა. ბელიაშვილის ქ, N 53
- სართულების რაოდენობა: 6
- ჯამური ფართი: 3360 კვ.მ
- საოფისე სივრცე: 2821კვ.მ
- კიბის უჯრედი: 539 კვ.მ
- რბილი იატაკის კვდრატულობაა დაახლოებით: 2265 კვ.მ
- სველი წერილების რაოდენობა: 12
- კაფეტერია/ სამზარეულო: 74,25 კვ.მ
- ვიტრაჟი: 450-500 კვ.მ
- შიდა ინტერიერის ვიტრაჟი: 240 კვ.მ
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშოების აღწერილობა (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- საწმენდი საშუალებები და საწმენდი დანადგარების / ინვენტარის ჩამონათვალი (დანართი 3);
- გენერალური დასუფთავების სტანდარტები (დანართი 4);
- ფასების ცხრილი (დანართი 5)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო დოკუმენტაცია; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში, შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- დანართი 1: შესასრულებელი სამუშორბის აღწერილობა;
- დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები;
- დანართი 3: საწმენდი საშუალებები და საწმენდი დანადგარების / ინვენტარის ჩამონათვალი
- დანართი 4: გენერალური დასუფთავების სტანდარტები
- დანართი 5: ფასების ცხრილი;
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ივნისი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
ნინო ინასარიძე
+995 599 200 16
მარიამ ტაბატაძე
+995 577 331 197
tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება