ჩაბარების ვადა:

7 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26925 - ტენდერი ონკოლოგიური კლინიკის კონსტრუქციული პროექტის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 25 ივნისი 2025 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს  ტენდერს ონკოლოგიური კლინიკის კონსტრუქციული პროექტის სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე.

წინა საკვალიფიკაციო ეტაპი

შემდგომი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული რათა შეფასდეს კონტრაქტორების / პრეტენდეტების შესაბამისობა წინა-საკვალიფიკაციო ეტაპზე: 

  • კომპანიას უნდა ქონდეს მინიუმ 5 წლიანი გამოცდილება
  • კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინოს მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი
  • კომპანიამ უნდა წარმოგვიდგინო მინიმუმ 3 მათ მიერ დასრულებული პროექტი
  • კომპანიამ უნდა წარმოგვიდინოს მინიუმ 3 რეკომენდატორის ტელეფონის ნომერი
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პროექტის შესრულების გრაფიკი, რომელშიც ნაჩვენები იქნება ძირითადი ეტაპები და მათი შესრულების ვადები, რათა შეფასდეს დროის ეფექტურად მართვისა და გრაფიკის შესრულების უნარი.
  • გამარჯვებულმა კომპანიამ, გონივრულ ვადაში, უნდა მოგვაწოდოს დეტალური რესურსული გეგმა გრაფიკი
  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დეტალური სამუშაოების რაოდენობრივი უწყისი (BOQ), რომელიც მოიცავს მასალების, სამუშაო ძალისა და სხვა ხარჯების აღწერას, რაც უზრუნველყოფს ფასების გამჭვირვალობასა და სიზუსტეს. (გთხოვთ შეავსოთ დანართი #1)
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ შესაბამის გადასახადებს
  • ტენდერში მოცემული ფასები უნდა იყოს ფიქსირებული პროექტის მიმდინარეობის პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ღირებულება არის 0 (ნული) ლარი და კონტრაქტორი თანხმობას აცხადებს უსასყიდლოდ შეასრულოს მოცემული პუნქტი
  • კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს მონაცემები კომპანიის ფინანსური მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი საკრედიტო რეიტინგი და ფინანსური ისტორია.
  • პრედენტენტმა უნდა წარადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მისი იურიდიული სტატუსის დადასტურებისთვის.
  • კონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ორგანიზაციული სტრუქტურა, თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების რაოდენობის მითითებით (არსებობის შემთხვევაში). აუცილებელია მენეჯმენტის გუნდის კვალიფიკაციისა და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
  • კომპანიის მხრიდან ანალოგიური პროექტების სამშენებლო გმოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
  • საქართველოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შესახებ.
  • დაკავებული თანხის ოდენობა შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. აღნიშნული თანხის დაკავება ხდება კონტრაქტორის მიერ ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად და პროექტის მიმდინარეობისას შესაძლო პასუხისმგებლობების დასაფარად.
  • კონტრაქტორი ვალდებულია წარადგინოს შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს. აღნიშნული გარანტია უზრუნველყოფს, რომ კონტრაქტორი სრულად შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და დამკვეთს ფინანსურად დაიცავს კონტრაქტორის არასათანადო შესრულების ან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
  • გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების (საჭიროების შემთხვევაში) საბანკო გარანტიის წარდგენა.
  • ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” -ს მხრიდან

სამუშაოების დაწყების და დასრულების ვადები:

  • დაწყება - 2025 წლის 31 ივლისი;
  • დასრულება - სამუშაოების დაწყებიდან … თვე. (გთხოვთ შეავსოთ დანართი #3)

შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამის აკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ის სერტიფიკატ(ებ)ი (გაეცანით დანართ 2-ს)

ელექტროობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებისას შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტ(ებ)ი; მოთხოვნის შემთხვევაში შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს ელექტროდანადგარებზე მომუშავე თანამშრომელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი, აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული მოწმობა/სერტიფიკატი;

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოს დასაქმებულთა უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;

შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის კვადრატულობები მცირედით დაკორექტირდეს, საბოლოო კვადრატულობა იქნება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში

საბოლოო სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენამდე აუცილებელია ტერიტორიის ნახვა/დათვალიერება/გადამოწმება

პრედენდენტმა უნდა გაამჟღავნოს ბოლო 5 წლის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მესამე მხარესთან წაგებული ყველა სასამართლო სარჩელი, მათი რისკის პროფილისა და სანდოობის შესაფასებლად.

ტენდერის წარდგენის მოთხოვნები:

პრეტენდენტმა უნდა წარადგინონ თავიანთი ტენდერის წინადადებები შემდგომ ფორმატში:

  • სრულად შევსებული ტენდერის ფორმა.
  • ყველა წინა საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია.
  • ტექნიკური წინადადება.
  • ფინანსური წინადადება.
  • სხვა დამატებითი დოკუმენტაცია

მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.

შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” გამარჯვებულ კომპანიას გამოავლენს შემოთავზებული ფასისა და შესრულების ვადის გათვალისწინებით სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას,  აცნობებს ყველა მონაწილს. შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი”რ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შპს “კავკასიის მედიცინის ცენტრი” იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 7 ივლისი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში; 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ნებისმიერი ტექნიკური კითხვის არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოიწეროთ მეილზე:

nlapauri@nkc.ge ან დაგვიკავშირდეთ 551 06 00 06  ნიკა ლაფაური

სხვა დოკუმენტაციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მოგვწეროთ მეილზე nonmedical_procurements@vian.health ან დაგვიკავშირდეთ

ზურაბ ბეროშვილი
571 757 152 

თორნიკე ტყეშელაშვილი
551 46 44 22
 

ტენდერის კატეგორია:

  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    25 ივნისი 2025 დრო 18:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა