
30 ივნისი 2025, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26928 - ტენდერი მეორადი ძირითადი საშუალებების რეალიზაციაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „თეგეტა მოტორსი“ მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული ჰოლდინგური კომპანიაა, რომელმაც 30 წლიანი წარმატების გზა განვლო, დღეს კი, კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და ლიდერია საავტომობილო მომსახურების დარგში. ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ მიიღო „ოქროს ბრენდის“ სტატუსი და „წლის კომპანიის“ აღიარება. ასეთივე წარმატებით, კომპანია წარმოდგენილია ამიერკავკასიის ბაზარზე.
1.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება:
შპს „თეგეტა მოტორსი“ (ს/კ 202177205) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მეორადი ძირითადი საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
განსაკუთრებული მოთხოვნები: წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში, საკუთარი სახსრებით წაიღოს სარეალიზაციო საქონელი.
1. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სარეალიზაციო საქონლის აღწერა წარმოდგენილია დანართი N1-ის სახით;
შენიშვნა: შემსყიდველი უფლებას იტოვებს ტენდერის მსვლელობის პროცესში, საჭიროებისამებრ, შეცვალოს შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები და ჯერადობა, რის შესახებ ეცნობება ტენდერში მონაწილე კომპანიებს.
2. განფასების მოთხოვნის პირობები
- ფასი წარმოსადგენია ჯამურად.(დოკუმენტი ატვირთეთ უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული, დასკანერებული ვერსია);
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (მათ შორის დღგ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული სხვა გადასახადები).
3. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი
საქონლის გატანის ადგილი: საქართველო, კასპის მუნიციპალიტეტი, ს.კოდისწყარო
4. ანგარიშსწორების პირობა
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით. 50 % ავანსის სახით, პროდუქციის წაღებამდე, ხოლო 50 % შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
5. გამარჯვებულის გამოვლენა
ტენდერით დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის – tenders.ge –ს საშუალებით.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
6. პრეტენდენტის მიერ tenders.ge–ზე ასატვირთი დოკუმენტაცია
- საფასო შეთავაზება ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა.
7. დამატებითი ინფორმაცია
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
- გაკოტრების პროცესში;
- ლიკვიდაციის პროცესში;
- საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 30 ივნისი, 12:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 39100000 ავეჯი
- 39200000 ავეჯის აქსესუარები
- 39700000 საოჯახო ტექნიკა