ჩაბარების ვადა:

1 ივლისი 2025, 23:59

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26950 - ტენდერი Firewall ქსელური მოწყობილობის  მხარდაჭერის შესყიდვაზე

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 26 ივნისი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს Firewall ქსელური მოწყობილობის  მხარდაჭერის შესყიდვაზე.

რაოდენობა: 2 ცალი

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
  • ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
  • შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ტექნიკური მახასიათებლები (დანართი 3)
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში

დავალებათა აღწერილობა

აუცილებელი ფუნქციები და მახასიათებლები:

  • IPS/IDS
  • Advanced Malware Protection
  • Application - ფილტრაცია
  • Web ფილტრაცია
  • DNS ფილტრაცია
  • Sandbox მხარდაჭერა

ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალის ლიცენზიის გასვლის შემდეგ მოწყობილობა უნდა აგრძელებდეს ფუნქციონირებას L3-L4 რეჟიმში.

  • კლასტერი უნდა ფუნქციონირებდეს აქტიურ/პასიურ ან/და აქტიურ/აქტიურ რეჟიმებში.
  • ვირტუალურ დომენებად ან კონტექსტებად დაყოფის ფუნქცია.
  • უნდა უზრუნველყოს VPN შეერთება.
  • უნდა ჰქონდეს დატვირთვის ბალანსირების ფუნქცია.
  • უნდა უზრუნველყოს ტრაფიკის მართვა. (QoS/Traffic shaping)
  • უნდა უზრუნველყოს SSL ინსპექცია.
  • უნდა უზრუნველყოს IPv4, IPv6 დინამიური და სტატიკური მარშრუტიზაცია.
  • უნდა უზრუნველყოს შეერთებების WAN-ოპტიმიზაცია.
  • უნდა უზრუნველყოს DLP გადაწყვეტილებასთან ინტეგრირება ICAP ან მსგავსი ოქმის გამოყენებით.
  • უნდა უზრუნველყოს ანტივირუსული დაცვა.
  • უნდა უზრუნველყოს სპამისგან დაცვა.
  • უნდა ჰქონდეს IPS შეჭრის პრევენციის ფუნქცია.
  • უნდა უზრუნველყოს გამოყენებითი პროგრამების კონტროლი.
  • უნდა ჰქონდეს დომენის კონტროლერთან ინტეგრაციის მხარდაჭერა. (Active / Passive LDAP)

სატენდერო მოთხოვნები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც განხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში;

პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.

წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტო სტენდერი.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 1 ივლისი, 23:59 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

თანდართული დოკუმენტაცია

  • დანართი 1: ფასების ცხრილი
  • დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
  • დანართი 3: ტექნიკური მახასიათებლები

ტენდერის კატეგორია:

  • 32400000 ქსელები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    26 ივნისი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა