
8 ივლისი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27004 - ტენდერი MEP ( სრული საინჟინრო კომუნიკაციების) შესრულებაზე
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს MEP ( სრული საინჟინრო კომუნიკაციების) შესასრულებლად. სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მოწოდებული პროექტების, სპეციფიკაციების და ხარჯთაღრიცხვების შესაბამისად.
- მისამართი: ქალაქი თბილისი , ვეკუას #1, სითი მოლი გლდანი.
- მონაწილემ უნდა მოახდინოს საპროექტო ტერიტორიის დათვალიერება და მოამზადოს კომერციული წინადადება ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.
- პროექტის ჩაბარების ვადა: 20 სექტემბერი 2025
- წინადადების წარდგენისათვის საჭირო ყველა დეტალი შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში
დამკვეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტაცია:
- MEP სრული პროექტი
- სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა;
- ფართის არსებული მდგომარეობის აღწერა და ფოტოები
ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
- კომპანიის გამოცდილება ინჟინერიულ სამუშაოებში;
- შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
- სამუშაოს შესრულების ვადები;
- დეტალური ფინანსური წინადადება თითოეული MEP დისციპლინის მიხედვით;
- საჭიროებისამებრ, ლიცენზიების და სერტიფიკატების წარმოდგენა.
- ბოლო 3 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სასურველია მინ. 5 პროექტი).
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების საბანკო გარანტიის წარდგენა.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 8 ივლისი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები