ჩაბარების ვადა:

17 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27010 - ტენდერი თელავის სერვისცენტრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, თელავის სერვისცენტრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

  • შენობა-ნაგებობის საერთო სართულიანობა: 2
  • შენობა-ნაგებობის საერთო სარემონტო ფართობი: I, II სართულები, ფართობი 618 მ².
  • მის.: ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი #6
  • ს/კ: 53.20.47.128

შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #2-ში, ფასების ცხრილი (მითითებული მოცულობები შესაძლოა შეიცვალოს, როგორც ზრდის ასევე კლების მიმართულებით);

დეტალური ინფორმაცია და სფეციფიკაციები მოცემულია დანართი #1-ში. 

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა პრეტენდენტმა, საბაზისო მონაცემების ნუსხით (ს.მ.ნ. - დანართი), ტენდერში მონაწილეთათვის ინსტრუქციით (ი.ტ.მ. - დანართი) და ფასების ცხრილის (დანართი#2) შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია, ასევე სატენდერო შემოთავაზება დედნების სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა. .

შემოთავაზების წარმოდგენის წესი და ვადები:

სატენდერო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • პრეტენდენტის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ტენდერის დასახელება: სსქართუ ბანკი“ - თელავის  სერვისცენტრის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშოოების შესყიდვა.

პრეტენდენტმა კომპანიამ ოფიციალური შეთავაზება ბანკს უნდა წარმოუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ივლისისა. 

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:

საორგანიზაციო საკითხებზე:
ირაკლი შენგელაია, მობილური ნომერი: (+995) 595 331 604, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (464);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

არიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

ტექნიკურ საკითხებზე:

ირაკლი გვაძაბია, მობილური ნომერი: (+995) 599 963 280, ქალაქის ნომერი:  (032) 200 80 80 (165); 
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • არანაკლებ 2 (ორი) სარეკომენდაციო წერილი;
  • ფინანსური ბრუნვის ამონაწერი, არანაკლებ 2 წლის პერიოდზე;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ნფორმაცია მსგავსი ობიექტების პროექტების რეალიზაციის შესახებ.
  • სრულად შევსებული Excel-ის ფაილი - დანართი #2;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართებში მითითებულ მოცულობებს და ტექნიკურ მოთხოვნებს;
  • წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს იტმ-სა და სმნ-ის მოთხოვნების შესაბამისად.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • პრეტენდენტებმა დანართი #2-ის შესაბამის ველში უნდა მიუთითონ გამოსაყენებელი მასალების სასაქონლო ნიშანი, მოდელი (არსებობის შემთხვევაში) და, ასევე მწარმოებელი კომპანია და წარმოშობის ქვეყანა.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა, დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს დანართებში მითითებული მასალების შესაბამისი ნიმუშები.
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებს ტენდერის დასრულებიდან (მოთხოვნის შემთხვევაში), 1 თვის განმავლობაში შეუძლიათ მოითხოვონ წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინონ გატანა მიწოდების მისამართიდან.
  • ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში შეუძლია მოითხოვოს წარმოდგენილი ნიმუშების უკან დაბრუნება, კერძოდ მოახდინოს გატანა მიწოდების მისამართიდან.
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

 https://www.cartubank.ge/index.php?m=464

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები