ჩაბარების ვადა:

11 ივლისი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27077 - ტენდერი პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 11 ივლისი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

.. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი - აცხადებს ტენდერს:

  • ნომრით #-EF-GE/ 772
  • დანიშნულება: პერსონალის კვებითი მომსახურების გაწევა

დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ მეილზე უნდა გადმოაგზავნონ: 

  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერის პირობები:

კვებითი მომსახურების პირობებში გათვალისწინებული უნდა იყოს:

  • ყოველდღიურად უზრუნველყოს კომპანიის თანამშრომლების კვება იმ რეჟიმითა და ასორტიმენტით, რომელიც მოყვანილია დანართში;
  • აწარმოოს მხოლოდ ხარისხიანი და ვარგისი პროდუქტების შესყიდვა, გაყინული პროდუქციის გამოყენების შემთხვევაში ისარგებლოს მხოლოდ A(1) კატეგორიის პროდუქტით, რომელთაც აქვთ საჭირო შესაბამისი სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • საკვები პროდუქტების და მზა კერძების მომზადება აწარმოოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზოგადოებრივი კვების ორგანიზაციებისათვის;
  • უზრუნველყოს მაგიდებზე ყველა სამაგიდო ატრიბუტიკის (მარილი, პილპილი, მდოგვი), ქაღალდის ხელსახოცების, კბილის საწმენდი ჩხირების მუდმივი არსებობა;
  • დამკვეთის მიერ მიწოდებული ხსნარებით აწარმოოს ხელსაწყოების და ინსტრუმენტების რეგულარული სანიტარული დამუშავება, რომლებიც გამოიყენება მომსახურეობების გაწევისას, ასევე პერსონალის სპეცტანსაცმლის სისუფთავე;
  • შემსრულებელი დამოუკიდებლად აფორმებს ყველა საჭირო ნებართვას, ლიცენზიასა და სხვა დოკუმენტებს, რაც საჭიროა მოცემულ მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • დარიგების ხაზის მუშაობის რეჟიმი: ყოველდღიურად დასვენების დღეების გარეშე:
  • დღის ცვლა - 12:00 - დან 15:00 - სთ-მდე, ღამის ცვლა - 21:00 სთ - დან 22:00 სთ-მდე;
  • შემსრულებელი ვალდებულია კერძების დამზადებისას გაითვალისწინოს მარხვის დღეები და ზემოთ აღნიშნული ცხრილის მიხედვით კერძების ნაწილი მოამზადოს სამარხვო;

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);

გთხოვთ თქვენს მიერ გადმოგზავნილ შეთავაზებაში მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება : შესყიდვების დეპარტამენტი;

სატენდერო წინადადება უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე:

Elene.gelashvili@ge.anadoluefes.com

Levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com

შემოთავაზების მიღება იწყება 03/07/2025 14:00

შემოთავაზების მიღება მთავრდება 11/07/2025 18:00

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ ;

Elene.gelashvili@ge.anadoluefes.com

Levan.kodalashvili@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 55500000 სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება
  • 55300000 რესტორნებისა და კვების საწარმოების მომსახურეობები
შეკითხვები