25 ივლისი 2025, 15:00
სტატუსი:
გაფორმებული
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27134 - ტენდერი ინვენტარის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე
            
        
        - გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 9 ივლისი 2025 დრო 18:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 25 ივლისი 2025 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ინვენტარის ტრანსპორტირების მომსახურების შესყიდვაზე..
შესყიდვის ობიექტი:
| # | სამუშაოს აღწერა | რაოდ, | საზომი ერთ. | 
| 1 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლის მომსახურება | 1 | კმ. | 
| 2 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლის მომსახურება 4 საათი თბილისი | 1 | სამუშაო დღე | 
| 3 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლის მომსახურება 8 საათი თბილისი | 1 | სამუშაო დღე | 
| 4 | 
 ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლის მომსახურება 24 საათი რეგიონი (მივლინება)  | 
1 | სამუშაო დღე | 
| 5 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლი, დამატებით 2 დამხმარე 4 საათი თბილისი | 1 | სამუშაო დღე | 
| 6 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლი, დამატებით 2 დამხმარე 8 საათი თბილისი | 1 | სამუშაო დღე | 
| 7 | ინვენტარის ტრანსპორტირება - მძღოლი, დამატებით 2 დამხმარე 24 საათი რეგიონი (მივლინება) | 1 | სამუშაო დღე | 
| 8 | 
 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის დემონტაჟი  | 
1 | ცალი | 
| 9 | სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის მონტაჟი | 1 | ცალი | 
| 10 | 
 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის დაანკერება - შიდა ლოკაცია  | 
1 | ცალი | 
| 11 | 
 სწრაფი გადახდის აპარატის Paybox-ის დაანკერება - გარე ლოკაცია  | 
1 | ცალი | 
 
სატენდერო მოთხოვნები
- პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული წინადადება უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირებას მთელისაქართველოს მასშტაბით, მათ შორის დამხმარე პერსონალის გამოყოფას და ტრანსპორტირებისგანხორციელებას პრეტენდენტის საკუთრებაში არსებული ავტომანქანებით;
 - მომსახურების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
 - პრეტენდენტი პასუხისმგებელია ტრანსპორტირების დროს კომპანიის ქონების დაკარგვა/დაზიანება/განადგურებაზე;
 - მომსახურების საფასური მოიცავს როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დღეებში სატვირთო მანქანისსაჭიროების ხარჯს.
 - ტრანსპორტირების დროს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტოსატრანსპორტოსაშუალების გამოყენება;
 - კომპანიის მოთხოვნის არსებობის შემთხვევში 3.5-10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთოავტომობილები;
 - გააფორმოს ყოველ შესრულებაზე მიღება-ჩაბარებები, სადაც განსაზღვრული იქნება ინვენტარისჩამონათვალი და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყოს ტრანსპორტირება; იმ შემთხვევაში, თუ ინვენტარსექნება აღქმადი დეფექტები, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს დასტიკერება, რომდაზიანებულია, დაასურათოს და მიაწოდოს ბანკს შესაბამისი ინფორმაცია. ყოველგვარი ეჭვისგამორიცხვის მიზნით, პრეტენდენტმა არ უნდა უზრუნველყოს მსგავსი დეფექტიანი ინვენტარისტრანსპორტირება;
 - ტრანსპორტირებაზე და სხვა დამატებით მომსახურებაზე მზადყოფნა 24/7-ზე;
 - ანაზღაურება - ყოველთვიურად მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან 5 დღის ვადაში
 
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
 -         დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
 
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 25/07/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 ივლისი, 15:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ:  +995 599 27 87 97
 ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 63100000 ტვირთის გადაზიდვისა და შენახვის მომსახურებები