
1 აგვისტო 2025, 12:00
სტატუსი:
დასრულებულიT27196 - ტენდერი კასპის ცემენტის ქარხანაში სარკინიზო მაგისტრალის რეაბილიტაციაზე
- გამომცხადებელი: ქართული ცემენტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 1 აგვისტო 2025 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
ქართული ცემენტი აცხადებს ტენდერს კასპის ცემენტის ქარხანაში სარკინიზო მაგისტრალის რეაბილიტაციაზე.
ტენდერის საგანს წარმოადგენს, ზემოთ აღნიშნული ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სარკინიგზო მაგისტრალის 200 მეტრიანი მონაკვეთისა და ერთი საისრე გადამყვანის მოდერნიზაცია/რეაბილიტაციას.
,,ჰანიველ ცემენტი’’ წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში. კომპანიას ქვეყნის მასშტაბით 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპსა და რუსთავში, ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში, ასევე, ბეტონის საწარმოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
მეტი ინფორმაცია ჰანიველცემენტის ჯგუფის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგ მისამართზე/ლინკზე: http://www.hunnewellcement.ge.
სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს:
- კომპანიის მიერ ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს;
- დეტალურ კომერციულ წინადადებას; განფასება უნდა იყოს მოცემული თან დართული მასალათა უწყისის (BOQ-ს) მიხედვით.
- სამუშაოების შესრულების დეტალურ გეგმაგრაფიკს;
გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:
- სამუშაოების შესრულების ადგილი: კასპის ცემენტის ქარხანა.
- სამუშაოების შესრულების ვადა: გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენთვის მისაღები უმოკლესი ვადა.
- გადახდის პირობები: ეტაპობრივად, შუალედური მიღება ჩაბარების აქტების საფუძველზე.
- ტექნიკური მოთხოვნები: თანდართული დოკუმენტებისა და ადგილობრივი ტექნიკური მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისად.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობები:
- 200 მეტრიანი მონაკვეთის სრულად გადასვლა ახალ ბეტონის განძელებზე;
- არსებული ერთი საისრე გადამყვანის რეაბილიტაცია ბეტონის განძელებზე გადაყვანა;
- ახალი რელსის დაგება. ლოკაცია: 41°55'06.1"N 44°25'00.9"E - Google Maps
მშენებლობა უნდა შესრულდეს ქვეყანაში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების და დამკვეთის შიდა სტანდარტებისა და კრიტერიუმების დოკუმენტის მიხედვით. შემსრულებელი ვალდებულია ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება შეათანხმოს დამკვეთან და მიიღოს მისგან წერილობითი დასტური. შემსრულებელი ასევე ვალდებულია შეათანხმოს დამკვეთან ყველა სახის მასალა და ინვენტარი, მშენებლობის ყველა ეტაპზე აწარმოოს ფარული სამუშაოების აქტები, ეტაპების მიღების ოქმები და ყველა სხვა ადგილობრივი კანემდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტი, სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით. ამასთან შემსრულებელი ვალდებულია აწარმოოს ყოველდღიური სამუშაოების უწყისი და მოთხოვნის თანავე მიაწოდოს დამკვეთს ყველა მასალის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით შეასრულოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს დამკვეთს.
სასურველია შემსრულებლის ადგილზე ვიზიტი წინადადების მოცემამდე.
უსაფრთხოების მოთხოვნები (საჭიროებისამებრ):
- რისკების შეფასების ფაილი
- სამუშაო მეთოდოლოგია;
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი;
- ინფორმაცია ჩატარებული სწავლებების შესახებ;
- უბედურ შემთხვევაზე დაზღვევა;
ტენდერის ჩატარების რეგლამენტი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტედენტი კომპანია უნდა დარეგისტრირდეს ჰანუველცემეტნის სატენდერო პლათფორმაზე, (https://quantum.gep.com/)
ამისთვის კი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ ჰანუველცემენტის წარმომადგენელს, როგორც მეილის, ასევე ტელეფონის საშუალებით : Mail: Shalva.Beridze@cement.ge; Mob: (591) 53 83 83 და მოგეწოდებათ შესაბამისი სარეგისტრაციო ბმული.
კთხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ:
შალვა ბერიძე
+995 591 538 383
Shalva.beridze@cement.ge
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დაუკავშირდეთ:
სანდრო ხეთაგური
+995 591 080655
alexander.khetaguri@cement.ge
ირაკლი სადუნიშვილი
+995 577 509705
irakli.sadunishvili@cement.ge
წინადადებების მიღების საბოლოო ვადაა 01.08.2025.– 12:00 საათი.
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები