
29 ივლისი 2025, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT27346 - ტენდერი რიცეულა ჰესის N1 ძალოვანი ტრანსფორმატორსა (TY-3200/35) და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორზე (TM-100/35) სამუშაოების ჩატარებაზე
- გამომცხადებელი: რიცეულაჰესი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 29 ივლისი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რიცეულაჰესი“ აცხადებს ტენდერს რიცეულა ჰესის N1 ძალოვანი ტრანსფორმატორსა (TY-3200/35) და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორზე (TM-100/35) ჩასატარებელ სამუშაოებზე (#22/07-GIEC-HYDRO/TDE-25).
სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართების სახით:
- დანართი 1. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა რიცეულა ჰესის N1 ძალოვანი ტრანსფორმატორი (TY-3200/35)
- დანართი 2. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორი (TM-100/35)
მისამართი:
ამბროლაურის რაიონი, სოფელი სადმელი.
სამუშაოების შესრულების პერიოდი:
2025 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდი.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები).
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „რიცეულა ჰესის N1 ძალოვანი ტრანსფორმატორსა (TY-3200/35) და საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორზე (TM-100/35) ჩასატარებელი სამუშაოები” და ნომერი - #22/07-GIEC-HYDRO/TDE-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ია ჟიჟიაშვილი, 598 37 34 31.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 29 ივლისი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
სადგურის ხელმძღვანელი:
ზურა გელაშვილი
599 88 11 71
ტენდერის კატეგორია:
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები