
6 აგვისტო 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27367 - ტენდერი დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 24 ივლისი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 აგვისტო 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დასუფთავების მომსახურების შესყიდვაზე.
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის:
- ტენდერის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
- ტენდერის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით.
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მოთხოვნილი პროდუქციის შესყიდვის ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება).
- ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
- აუცილებელია თანდართულ დოკუმენტაციაში, ფასების ცხრილის სრულად და ჯეროვნად შევსება;
- გთხოვთ, ფასი მიუთითოთ ლარებში შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, მაგალითად: 0.05 (ნოლი ლარი და 5 თეთრი);0.35 (ნოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (ერთი ლარი); 1.45 (ერთი ლარი და 45 თეთრი) და ა.შ.;
ანგარიშწორების პირობა:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება მოთხოვნილი პროდუქციის სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი დოკუმენტაციისმიღების შესაბამისად. თვეში ერთხელ.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
- პრეტენდენტებმა თანდართულ ფაილში შესაბამისად შევსებულ “ფასების ცხრილში“ (დანართი 1) უნდა მიუთითონ საქონლის ღირებულება;
- შემოთავაზებული ძირითადი პროდუქცია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დოკუმენტაციაში მოცემულ პარამეტრებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- მონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- სარეკომენდაციო წერილები
- ფასების ცხრილები ექსელის ფორმატში;
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2) ვორდის ფორმატში;
- საწმენდი საშუალებების ჩამონათვალი ექსელის ფორმატში;
- საწმენდი დანადგარების (ტექნიკის) ჩამონათვალი ექსელის ფორმატში;
- ცნობა საბიუჯეტო დავალიანების შესახებ;
- ბანკის მიერ დამოწმებული ფინანსური ბრუნვის ამონაწერი 01/06/2024 – 01/06/2025 წლის პერიოდზე,
- ცნობა სასამართლო დავების შესახებ;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
ტენდერი ცხადდება გამარჯვებულთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება დასუფთავების მომსახურების შესრულების ფარგლებში მხარეთა შორის თანამშრომლობის ძირითადი პირობები (შემდგომში - ხელშეკრულება.)
ამასთან ურთიერთთანამშრომლობის საორიენტაციო საერთო ვადა შეადგენს 36 (ოცდათექვსმეტ) თვეს.
ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ბანკი უფლებას იტოვებს ტენდერის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება გააფორმოს რამოდენიმე მომწოდებელთან და ამ მიზნით ობიექტები გადაანაწილოს საკუთარი შეხედულებისამებრ.
ყველა საჭირო დოკუმენტი თანდართულია, გარდა ოფისების სრული და დეტალური ჩამონათვალისა. სიას გავაზიარებთ ინდივიდუალურად, მეილზე მომართვის საფუძველზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 6 აგვისტო, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო პირი:
თეონა ფიცხელაური
შესყიდვების განყოფილება
tpitskhelauri@bog.ge
ტელ: 577 52 42 35
ნელი კურტანიძე
ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამსახური
592 55 25 55
ტენდერის კატეგორია:
- 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება