
ჩაბარების ვადა:
31 ივლისი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27379 - ფასთა გამოკითხვა დიზელ გენერატორების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: RMG Gold
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 ივლისი 2025 დრო 18:00
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა დანართი 2
ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:
შპს არ ემ ჯი გოლდი აცხადებს ფასთა გამოკითხვა დიზელ გენერატორების შესყიდვაზე.
- შესყიდვის საგანი: 9 ერთეული დიზელ გენერატორი
- კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 31.07.2025 18:00 საათი
- ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
- პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება
მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
- ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
- კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს
- ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
- კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.
კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:
- შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
- გადახდის პირობები;
- დამზადების ვადა;
- პროდუქციის მიწოდების ვადები;
- მიწოდების პირობა;
- ტექნიკური დოკუმენტაცია;
შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი; - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
- რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
- ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ
დამატებითი პირობები:
- მიწოდებული აღჭურვილობა უნდა იყოს ახალი (საქონელი, რომელიც არ იყო გამოყენებული, გარემონტებული ან აღდგენილი).
- გამოშვების წელი: არ უნდა იყოს გამოშვებული 2024 წელზე ადრე.
- აღჭურვილობა სრულად უნდა იყოს დაკომპლექტებული: კონსტრუქციის ყველა ელემენტი, კვანძები, აგრეგატები და დეტალები უნდა იყოს შემოწმებული და მზად ექსპლუატაციისთვის.
- მიწოდებული აღჭურვილობის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სახის საქონლისთვის ტექნიკურ რეგლამენტს, სახელმწიფო სტანდარტებს და დადასტურებული იყოს გამომშვები ქარხნის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატით (პასპორტით)
- მომწოდებელმა აუცილებლად უნდა შეავსოს დანართი 2 .
- წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.
კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.
- მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
- ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
- კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები