
8 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27386 - ტენდერი ავია სააგენტოს მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: პროკრედიტ ბანკი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს ავია სააგენტოს მომსახურებაზე.
სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);
- სააპლიკაციო ფორმა
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
- ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.(ფასებში იგულისხმება ბილეთის გამოწერის ღირებულება და არა ბილეთის ღირებულება )***
- შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში)
ტენდერის მოთხოვნები:
- 24/7 მხარდაჭერა (ტელეფონით ან მეილით)
- ტენდერში მონაწილე ორგანიზაციისთვის სასურველია IATA-ს წევრობა
- ანგარიშსწორების პირობები - აუცილებელია შესრულდეს თვეში ორჯერ;
- ბანკი სარგებლობს თურქეთის ავიახაზების ლოიალურობის პროგრამით და სპეციალური ფასდაკლებით , შერჩეულ კომპანიას უნდა ჰქონდეს ტექნიკური საშუალება გამოწეროს ბილეთები ამ პროგრამის კოდის გამოყენების ფარგლებში.
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
- წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
- გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 08 აგვისტო 2025 წ. 16:00 საათამდე)
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ::
სალომე ნადარეიშვილი
სათაო ოფისი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1100)
E-mail: salome.nadareishvili@procredit-group.com
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
რუბენ კაზაროვი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21
ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტენდერის კატეგორია:
- 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები