
8 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27387 - ტენდერი 700kva გენერატორის რადიატორის შეკეთებაზე
- გამომცხადებელი: სილქნეტი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 8 აგვისტო 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „სილქნეტი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ ცხადდება ტენდერი ჰეიდარ ალიევის სანაპირო N7-ში არსებული 700kva დიზელ გენერატორის CUKUROVA CJ700P-ს რადიატორის სერვისზე. სასერვისო სამუშაოები ითვალისწინებს რადიატორის და ინტერქულერის მოხსნას, გარეცხვსა, აწყობსა და დატვირთვაზე ტესტირებას. სერვისის პერიოდში შემსრულებელმა უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული 800Kva გენერატორის მოტანა და ქსელზე დაერთება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება, საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით 2025 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათი) ქვემოთ მითითებულ მისამართზე.
ტენდერის ნომერი: 2025/11
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2025 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10 საათიდან 18 საათამდე
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:
- უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის)
ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:
- მყარი კოპიოს სახით დალუქულ კონვერტში;
- კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი;
- მყარი კოპიო, დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით;
ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
- ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;
რეკვიზიტები:
ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: ზეზვა მათიაშვილი
ტელეფონი: +995 595 338802
E-mail: tenders@silknet.com; zmatiashvili@silknet.com;
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალიევის სანაპირო 7
ტენდერის კატეგორია:
- 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება