ჩაბარების ვადა:

13 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27585 - ტენდერი კომპანიების შერჩევაზე სამომავლო პარტნიორობისთვის

  • გამომცხადებელი: AWARD
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 13 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია „AWARD” ახორციელებს მასშტაბურ ურბანულ, სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, კერძოდ სკვერებისა და პარკების მოწყობას, საზოგადოებრივი სივრცეების განახლებას, განათებების მონტაჟს, სპორტული და სარეკრეაციო ზონების რეაბილიტაციას, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რესტავრაციას.

მიზანი:
ვიწვევთ კომპანიებს სამომავლო პარტნიორობისთვის შემდეგ მიმართულებებში:

  • გზებისა და მოედნების მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები.
  • ხიდებისა და სატრანსპორტო გადასასვლელების მშენებლობა.
  • გვირაბების მოწყობა და ინჟინერული კომუნიკაციების ჩაშენება.
  • მიწისქვეშა კომუნიკაციები (წყალი, კანალიზაცია, სანიაღვრე, ელექტრო და საკომუნიკაციო ქსელები)
  • სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.
  • ელექტრომონტაჟი და გარე განათება.
  • ბეტონის, მეტალისა და ხის კონსტრუქციები.
  • მოპირკეთება (ქვა, კერამიკა, გრანიტი, მარმარილო და სხვა).
  • ლანდშაფტური და გამწვანების სამუშაოები.
  • საპარკე ფურნიტურის წარმოება და მონტაჟი (სკამები, ურნები, ატრაქციონები, განათების ბოძები).
  • რესტავრაცია და სპეციალური სარემონტო სამუშაოები.
  • სპორტული მოედნებისა და ატრაქციონების მონტაჟი.
  • დეკორატიული და მცირე არქიტექტურული ფორმების დამზადება და მონტაჟი.
  • ასფალტისა და ბეტონის საფარის მოწყობა.

მოთხოვნები:

  • იურიდიული რეგისტრაცია.
  • შესრულებული პროექტების გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო დამწყებთათვის).
  • ტექნიკური რესურსებისა და სამუშაო ჯგუფის შესაძლებლობები.


დაინტერესებულმა კომპანიებმა გამოგვი
გზავნეთ:

  • კომპანიის სახელი და საკონტაქტო პირი.
  • სასურველი სამუშაო მიმართულებები.
  • გამოცდილებისა და შესრულებული პროექტების მოკლე აღწერა.
  • სასურველი ქალაქი ან რეგიონი, სადაც კომპანია სთავაზობს მომსახურებას. 

წინადადების მიღების საბოლოო ვადა: 13 სექტემბერი, 2025

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Hr@award.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44200000 სტრუქტურული მასალები
  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები
  • 37500000 თამაშები და სათამაშოები; ატრაქციონები
  • 39100000 ავეჯი
  • 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
  • 77300000 მებაღჩეობასთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

რომელ საათამდეა ხაზზე კონსულტანტი?

მიმწოდებელი 1

მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველის ვაკანსიაზე შემდეგ გამოცხადდება ტენდერი თუ გყავთ უკვე შტატში თანამშრომელი?