ჩაბარების ვადა:

19 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27759 - ტენდერი მზის ელექტრო სადგურზე ელექტრო გადამცემი ხაზის მოწყობის პროექტირებაზე

  • გამომცხადებელი: შპს სოლუმ ენერჯი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს "სოლუმ ენერჯი " რომელიც წარმოადგენს დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის მესაკუთრეს და ოპერატორ კომპანიას, სახელმწიფო ელექტროსისტემასგან 2025 წლის 27 მაისს N92/25 გაფორმებული გადამცემ ხაზთან მიერთების ხელშეკრულების მიღებული მიერთების ტექნიკური პირობის (იხილეთ დანართი# 1) საფუძველზე აცხადებს ღია ტენდერს 43.2მგვტ AC/55 მგვტ DC დაგეგმილი მზის ელექტრო სადგურის 220-110კვ ქვესადგური ხორგა-სთან დამაკავშრებელი საჰაერო/მიწისქვეშა ( სავარაუდო სიგრძე 350გრძ მეტრი) ელექტრო გადამცემი ხაზის მოწყობის პროექტირებაზე. დაგეგმილი მზის ელექტროსადგურის ლოკაცია: ხობის რაიონის სოფელი ახალსოფელი ( საკ კოდი 45.01.25.360 და 45.01.25.361)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პრეტენდენტ კომპანიას, როგორც გენერალურ კონტრაქტორ კომპანიას უნდა ქონდეს 2024-2025 წლებში სულ მცირე 3 ანალოგიური ტიპის 35 -220 კვ სიმძლავრის ელექტროგადამცემი ხაზების პროექტირების დადასტურებული გამოცდილება, ამავე დროს მათ მიერ მომზადებული პროექტები უნდა იყოს ანალოგიურ პერიოდში მიღებული სახელმწიფო ელექტროსისტემის ან სს ენერგოპრო-ჯორჯიას ტექნიკური სამსახურების მიერ და შეთანხმებული

პრეტენდენტი კომპანიის წლიური ბრუნვა 2024-2025 წლებში ყოველწლიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 150 000 ლარზე დამატებითი ღირებულების ჩათვლით

პრეტენდენტი კომპანიის შეთავაზება უნდა ითვალისწინებდეს საპროექტო სამუშაოების შესრულების სრულ ციკლს, რომელიც მოიცავს როგორც საწყისი პროექტის მომზადებას, მის სახელმწიფო ელექტროსისტემის ტექნიკურ სამსახურთან შეთანხმებას ასევე საჭიროებისამებრ სხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში ადგილობრივ მუნიციპალიტეტში პროექტირების პროცესში ყველა საჭირო ნებართვების და თანხმობების მოპოვებას.

შეთავაზება უნდა ითვალისწინებდეს სრულ ღირებულებას დამატებითი ღირებულების ჩათვლით. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 სამუშაო დღე.

ტენდერის დასრულების ვადა: 19 სექტემბერი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 

511 26 60 06
mikheil@solum.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
შეკითხვები