ჩაბარების ვადა:

19 სექტემბერი 2025, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27814 - ტენდერი შენობის საპროექტო-საინჟინრო სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს მანგლისი ფრაიმ ფროჯექთ
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 19 სექტემბერი 2025 დრო 15:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „მანგლისი ფრაიმ ფროჯექთ“  აცხადებს ტენდერს #02-05/09/25-PP დაბა მანგლისში არსებული შენობის საპროექტო-საინჟინრო  სამუშაოების შესყიდვაზე.

შესყიდვის მიზანია შპს „მანგლისი ფრაიმ ფროჯექთის“ მიერ დაგეგმილი ობიექტის საინჟინრო-საპროექტო მომსახურების მიღება.

ობიექტების რაოდენობა - 1;

ობიექტის მდებარეობა - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, დაბა მანგლისი, რუსთაველის ქუჩა (ს/კ: 84.18.35.062.035)

სავარაუდო ფართობი - 4 080 მ2.

თანდართული ფაილები:

  • სატენდერო ინფორმაცია
  • დანართი 1 - საპროექტო სამუშაოები
  • ნახაზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა, რომ მომსახურე კომპანიას გააჩნდეს მინიმუმ 5 წლიანიანალოგიური გამოცდილება.
  • აუცილებელია ბოლო სამი წლის განმავლობაში სასტუმრო, საზოგადოებრივი ან/და საოფისე.  მიმართულებით ანალოგიური მომსახურების განხორციელების გამოცდილება, ფართობის მინიმალური მოცულობა 8000 მ2 და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
  • შესაბამისი სერტიფიკატები/უფლებამოსილებები
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან სათანადო ურთიერთობის გამოცდილება

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს საინჟინრო პროექტების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს მოქმედ ყველა შესაბამის რეგულაციასთან, მათ შორის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაციის გზით.

სასურველია - პროექტების BIM360-ში ან/და სხვა ნებისმიერი სახის პროგრამაში 3D ფორმატის შემუშავება

შენიშვნა: დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და დეტალები ტენდერის მონაწილეებისგან; დამკვეთი ასევე უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, ჩაატაროს წინასწარი გასაუბრება მათთან.

წინადადების წარდგენის წესები:

შეთავაზება უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, 0160, პეკინის გამზ. 34/ალ. ყაზბეგის გამზ. 2ა.

კონვერტზე აუცილებლად უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება და ნომერი - „#02-05/09/25-PP დაბა მანგლისში არსებული შენობის საპროექტო-საინჟინრო სამუშაოების შესყიდვა“.
  • პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
  • ადრესატი: GIG ჰოლდინგის კანცელარია - (995 32) 221 01 87.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა19 სექტემბერი 2025 (15:00 საათი) 

საკონტაქტო პირები:

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით:
მთავარი არქიტექტორი გიორგი ძიძიკაშვილი
ტელ: 555192125 

პროექტის მენეჯერი შალვა მჭედლიძე
ტელ: 577595938

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით:
ავთანდილ მანჯავიძე
ტელ: 595711272

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
შეკითხვები
მიმწოდებელი 1

ვარ ენციკლოპედიაში შეყვანილი მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველი. თუ შემდეგ ირჩევთ კონკურსში, მზად ვარ უფასო კონსულტაციებზე პროექტის შემოწმება-მიღებაზეც კონკურსამდე, 6Ln91@mail.ru