ჩაბარების ვადა:
        
    19 სექტემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27875 - ტენდერი ლიცენზიის ORACLE ODA მხარდაჭერის შესყიდვაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: USD
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 12 სექტემბერი 2025 დრო 13:30
 - წინადადების მიღება მთავრდება: 19 სექტემბერი 2025 დრო 15:00
 
ტენდერის აღწერილობა:
სს „ჯორჯიან ქარდი“ (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს ლიცენზიის ORACLE ODA მხარდაჭერის შესყიდვის შესახებ.
- პროდუქტი: Oracle ODA X7-2M
 - რაოდენობა: 2 ცალი
 - ხანგრძლივობა: წარსადგენია 1 შემოთავაზება, 1 წლიანი
 
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებული დოკუმენტები;
 - ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
 - ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესო პირობების მქონე მომწოდებელს;
 - ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების ჯამური ფასი;
 - ტენდერში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის პრეზენტაციის და ე.წ. datasheet ფაილები;
 - სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დოლარში დღგ-ს ჩათვლით;
 - პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით
 
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:
- შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);
 - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
 - გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში) (დანართი 3)
 - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
 - MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმა, რომელსაც მწარმოებელი აძლევს პარტნიორ კომპანიებს (reseller)იმის დასტურად რომ ნამდვილად არიან მწარმოებლის მიერ აკრედიტირებული პარტნიორები;
 - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებით იიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
 - წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში
 - დავალებათა აღწერილობა
 - შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი 3-ში.
 
სატენდერო მოთხოვნები:
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
 - პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 5 (ხუთი) წლიანი გამოცდილება.
 - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებითდასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიც ანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში;
 - პრეტენდენტმა MAF [Manufacturer Authorization Form] ფორმასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პარტნიორობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც - ასეთის არსებობსი შემთხვევაში.
 - წინამდებარე ტენდერის გამოცხადება არ ავალდებულებს სს „ჯორჯიან ქარდ“-ს რომელიმე მონაწილესთან ხელშეკრულების გაფორმებას და ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე სს „ჯორჯიან ქარდი“ იტოვებს უფლებას რომ შეწყვიტოს ტენდერი.
 
თანდართული დოკუმენტაცია
- დანართი 1: ფასების ცხრილი
 - დანართი 2: საბანკო რეკვიზიტები
 - დანართი 3: გადაწყვეტილების მახასიათებლები (ივსება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში)
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 19 სექტემბერი, 15:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: დოლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
ტელ: +995 577 331197
ტენდერის კატეგორია:
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
 - 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
 - 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები