26 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT27912 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
 - შესყიდვის ტიპი: განცხადება
 - წინადადების მიღება მთავრდება: 26 სექტემბერი 2025 დრო 18:00
 
ტენდერის აღწერილობა:
ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.
ტენდერის საგანი:
საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის ოპერაციების ავტომატიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დანერგვა.
ტენდერის მიზანი:
ტერმინალში განხორციელებული პროცესების (კონტეინერების მიღება, გაშვება, დატვირთვა, დაცლა, შენახვა, საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეალურ დროში მონიტორინგი) სრულად ავტომატიზაცია, ერთიანი აპლიკაციის შექმნა და ექსპლუატაციაში ჩაშვება.
შესასრულებელი ძირითადი ამოცანები:
- მომხმარებლის მართვის მოდულის დანერგვა (რეგისტრაცია, ავტორიზაცია, როლები და უფლებები).
 - კონტეინერებისა და ტვირთების მოძრაობისა და სტატუსის მართვა.
 - ტერმინალური ოპერაციების აღრიცხვა (მიღება, დატვირთვა, დაცლა, გადატვირთვა).
 - საბაჟო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა.
 - ინტეგრაცია საბაჟო, რკინიგზის და შემოსავლების სამსახურის სისტემებთან.
 - ტვირთისა და კონტეინერის რეალურ დროში ტრეკინგი.
 - რეპორტინგისა და ანალიტიკის მოდულის დანერგვა.
 - უსაფრთხოების და როლებზე დაფუძნებული წვდომის მართვა.
 
ტექნოლოგიური მოთხოვნები:
- Backend: .NET Core / Web API
 - Frontend: ASP.NET MVC
 - მონაცემთა ბაზა: MS SQL
 - არქიტექტურა: მიკროსერვისული სტრუქტურა, API ინტეგრაცია
 - უსაფრთხოება: მონაცემთა დაშიფვრა, როლების მიხედვით წვდომა, audit log-ები
 
შესრულების პირობები:
- სისტემის ანალიტიკა და დიზაინი.
 - პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ტესტირება.
 - სატესტო მონაცემებით დატვირთვა და ფუნქციონალის დამტკიცება.
 - საბოლოო სისტემის დანერგვა და ოპერატორების ტრენინგი.
 
დოკუმენტაცია:
ტენდერის სრულ ტექნიკურ დავალებას, პროცესების აღწერასა და საკონტეინერო ოპერაციების ჩამონათვალს bidders მიიღებენ თანდართული ფაილების სახით.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2025  18:00 საათი
სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტებზე: g.tsiklauri@gte.ge; g.tkhelidze@gte.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
 - 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
 - 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
 
თუ ახალი სისტემა უნდა გაკეთდეს, განიხილება თუ არა TerMan-დან მონაცემების მიგრაცია ახალ სისტემაში?
უკვე არსებული პროგრამის მოდერნიზაცია გჭირდებათ თუ ახალი პროგრამა უნდა დაიწეროს?
არსებული პროგრამა მოიცავს ტერმინალის საქმიანობის მხოლოდ ნაწილს. შესაქმნელია ახალი პროგრამა. არსებულის ინტეგრაცია განხილვის საგანია.