
25 სექტემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T27934 - კონსოლიდირებული ტენდერი სპეც ფეხსაცმელების შესყიდვასთან დაკავშირებით
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 სექტემბერი 2025 დრო 16:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 25 სექტემბერი 2025 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002), შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST, ს/კ 203828313) და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG, ს/კ 206337007 (შემდგომში „შემსყიდველი) აცხადებს კონსოლიდირებულ ელექტრონულ ტენდერს სპეც ფეხსაცმელების შესყიდვასთან დაკავშირებით
1.1 განსკათრებული მოთხოვნები:
წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს დანართი N1-ით განსაზღვრული პოზიციების მოწოდება
მოწოდების სასურველი ვადა - არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.
შენიშვნა: ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ვარიანტების ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადებითად შეფასებული პოზიციების ნიმუშების წარმოდგენა სავალდებულოა საბოლოო შეფასებისათვის.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG) საიდენტიფიკაციო ნომერი 206337007 ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002,, შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ (GST) საიდენტიფიკაციო ნომერი 203828131 და შპს „საგურამო ენერჯი“ (SENG) საიდენტიფიკაციო ნომერი 206337007 ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.
1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა:
სპეც ფეხსაცმელების რაოდენობა და სპეციფიკაცია მოცემულია დანართი N1-ის სახით.
შენიშვნა:
- დანართ N1-ში წარმოდგენილი ფოტომასალა არის საორიენტაციო და არა კონკრეტული მოთხოვნა.
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას, რომ ტენდერის დასრულების შემდეგ საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს რაოდენობის ცვილილება-კორექტირება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ის მიხედვით როგორც ექსელის ფორმატში, ასევე PDF ფორმატში ხელმოწერილი.
შენიშვნა: პრეტენდერტმა კომპანიამ შეიძლება წარმოადგნილოს მთლიანი ლოტის განფასება, ასევე ნაწილობრივი განფასება.
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა:
ხელშეკრულების გაფორმებიდან, შეთანხმებისამებრ სატენდერო წინადადებაში დაფიქსირებული გონივრულ ვადაში - არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მისამართები კომპანიების მიხედვით:
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ თბილისი, წყალსადენის ქ 7
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ - ქ. რუსთავი, წმ ნინოს ქ 5
- შპს „გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“ - ქ. გარდაბანი, ყოფილი თბილსრესის მიმდებარე ტერიტორია
- შპს „ საგურამო ენერჯი“ - საგურამო.
შენიშვნა: ცალკეულ შემთხვევებში შემსყიდველი იტოვებს უფლებას საქონლის მიწოდება მოითხოვოს განსხვავებულ ლოკაციაზე
1.6 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 30 %-სა.
1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- დანართი N1-ის მიხედვით შემოთავაზების სრულად შევსება - მწარმოებელი ქვეყანა, ბრენდი/მოდელი, სპეციფიკაციები, ფასი (ეროვნულ ვალუტაში ყველა გადასახადის გათვალისწინებით), საგარანტიო პერიოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოწოდების ვადა.
- მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი - სერტიფიკატი, შემოთავაზებული პოზიციის ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტი (datasheet) შემოთავაზების სრული/დეტალური მონაცემებითა და ფოტომასალა.
- კომპანიის სრული რეკვიზიტები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, განახლებული ბოლო 3 თვის განმავლობაში.
- ტენდერის დასრულების შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე, წერილობით მოწოდებული დადებითად შეფასებული შერჩეული პოზიციების სანიმუშოდ (უსასყიდლოდ) მოწოდება არაუგვიანეს წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. შერჩევის ეტაპის დასრულების შემდეგ ნიმუშები დაბრუნდება უკან ტენდერის შეფასების შემდეგ 1 (ერთი) თვის ვადაში.
1.9 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ერთიანი ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით
1.10 სხვა მოთხოვნა:
- წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
· გაკოტრების პროცესში;
· ლიკვიდაციის პროცესში;
· საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში. - ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოსტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისიმიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის მხრიდან.
პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 25 სექტემბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ქეთევან კანდელაკი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: kekandelaki@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 192500
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1456); 599 005 995
ტენდერის კატეგორია:
- 18800000 ფეხსაცმელი