14 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28525 - ტენდერი დიზელ-გენერატორებისა და UPS სისტემების სერვისულ მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 5 ნოემბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 14 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს დიზელ-გენერატორებისა და UPS სისტემების სერვისული მომსახურებაზე.
1. ზოგადი ინფორმაცია:
საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით განთავსებული დაახლოებით 300 ობიექტზე არსებული დიზელ-გენერატორებისა და უწყვეტი კვების ბლოკების (UPS) სერვისული მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერი დაყოფილია ორ ცალკეულ ლოტად:
- ლოტი №1 – დიზელ-გენერატორების სერვისული მომსახურება
- ლოტი №2 – UPS სისტემების სერვისული მომსახურება
მომწოდებლებს უფლება აქვთ წარადგინონ შეთავაზება ერთი ან ორივე ლოტზე.
2. მომსახურების მოცულობა:
მომსახურება მოიცავს შემდეგ ძირითად კომპონენტებს:
2.1 ინციდენტებზე რეაგირება
- კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია მიიღოს ბანკის შეტყობინება ინციდენტის შესახებ და უზრუნველყოს სპეციალისტის/ტექნიკოსის გამოძახება:
- თბილისის მასშტაბით – არაუგვიანეს 4 საათისა;
- რეგიონების მასშტაბით – არაუგვიანეს 10 საათისა. - ადგილზე გამოცხადების შემდეგ კონტრაქტორი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს დიაგნოსტიკა და მუშაობა ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
2.2 ინციდენტის აღმოფხვრა
- ინციდენტის აღმოფხვრის ვადა განისაზღვრება ბანკთან შეთანხმებით, გონივრული ვადის ფარგლებში, გამომდინარე დაზიანების ტიპისა და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობიდან.
- საჭიროების შემთხვევაში კონტრაქტორი ვალდებულია წარადგინოს სათადარიგო ნაწილების სია და ღირებულება ინვოისის სახით, ბანკის მხრიდან წინასწარი დამტკიცებისათვის.
3. ხელშეკრულების პირობები
- კონტრაქტი დაიდება 1+1 წლით (ერთი წელი ფიქსირებული და ერთი წელი – გაგრძელების შესაძლებლობით, შედეგებზე დაყრდნობით).
- მომსახურება განხორციელდება შეთანხმებული ფასების ცხრილის (დანართი №1) საფუძველზე. (ჰაერის ფილტრები და ზეთი განფასებული უნდა იყოს მასალის ჩათვლით)
- ფასების ცხრილში მითითებულია მომსახურების ტიპები და შესაბამისი ტარიფები გენერატორის ან UPS-ის სიმძლავრის დიაპაზონის მიხედვით
- მასალებისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულება არ შედის ფიქსირებულ ფასებში. მათი ღირებულება განისაზღვრება წინასწარი შეთანხმებით ბანკთან თითოეული შემთხვევისთვის,
შესაბამისი ინვოისის წარმოდგენის საფუძველზე.
4. ტექნიკური მოთხოვნები:
მომწოდებელი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- ჰქონდეს დადასტურებული გამოცდილება მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში გენერატორებისა და UPS სისტემების მომსახურების სფეროში.
- ფლობდეს საკმარის ტექნიკურ რესურსებს – სერვის მანქანებს, აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილების საბაზო მარაგს.
- ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიციური პერსონალი
- უნდა უზრუნველყოს 24/7 საინციდენტო მხარდაჭერა და საკონტაქტო არხები (ტელეფონი, ელ.ფოსტა).
5. შეთავაზების წარმოდგენის ფორმა:
მომწოდებლებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- შევსებული ფასების ცხრილი (დანართი №1) თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.
- კომპანიის ზოგადი ინფორმაცია (პროფილი, გამოცდილება, სერვის ცენტრების მდებარეობა).
- გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
- სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ამყარებს კომპანიის კომპეტენციას.
6. დამატებითი პირობები
- ბანკი იტოვებს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი განმარტებები ან მოლაპარაკება საბოლოო პირობებზე.
- ბანკს შეუძლია მიენიჭოს უპირატესობა იმ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ორივე ლოტის მომსახურებას (გენერატორი + UPS).
- ტენდერის შედეგებზე დაყრდნობით ბანკი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება ერთი ან რამდენიმე კონტრაქტორთან.
7. ანაზღაურების პირობა:
ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაეობის შესაბამისად თვეში ერთელ. შემსრულებელი კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი და ბანკის მიერ დადასტურებელი ფორმა 2-ების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია:
პრეტენდენტის მიერ ტენდერში გამარჯვება არ წარმოადგენს ბანკთან ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობას, რადგან, გარდა ტენდერში გამარჯვებისა, ბანკთან ხელშეკრულების გაფორმება ექვემდებარება პრეტენდენტის საქმიანობის შესაბამისობის შემოწმებას საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან მიმართებით.
პრეტენდენტის საქმიანობის შემოწმების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობასთან, საერთაშორისო სანქციებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან და პროცესებთან შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს პრეტენდენტს უარის თქმის ზოგად საფუძველზე მითითებით.
გარემოზე ზემოქმედება:
ბანკი იღებს ვალდებულებას შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და უზრუნველყოს გარემოს დაცვითი და მდგრადი განვითარების კომპონენტების მონიტორინგი.
ბანკი თანამშრომლობს იმ მომწოდებლებთან, რომლებიც იზიარებენ იგივე სტანდარტებს და მათ პოლიტიკაში და ყოველდღიურ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიის, წყლის და ნახშირორჟანგის მინიმაზაციის მიზნით დასახული ქმედებები და ყოველდღიურ საქმინობაში ახდენენ ამის კონტროლს, რის დამადასტურებლად შეუძლიათ დოკუმენტაციის წარმოდგენა.
ბანკთან თანამშრომლობის შემთხვევაში მხარე აცხადებს რომ:
სრულად და ჯეროვნად დაიცავს გარემოს დაცვის, ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით თუ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და სანებართვო თუ სალიცენზიო პირობებს;
უზრუნველყოფს ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და დამუშავებას, კანონმდებლობის შესაბამისად;
ნებისმიერი ისეთი გარემოების (მათ შორის, ერთმნიშვნელოვნად ნებისმიერი სახის ავარიის, ინციდენტის ან/და უბედური შემთხვევის) დადგომიდან, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს დაცვას ან/და გარემოს დაცვის ადგილობრივი ან/და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევიდან ან ასეთი გარემოებების დადგომის საშიშროების წარმოშობიდან 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აცნობებს ბანკს აღნიშნულის თაობაზე და იმ ზომების შესახებ, რომელსაც იგი იღებს ზემოთ ხსენებული გარემოებების აღმოსაფხვრელად.
ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 14 ნოემბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია: b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 50300000 პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები
- 50500000 ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება