20 ნოემბერი 2025, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28573 - ტენდერი 10 ცალი Brand New სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და მძიმე ტექნიკის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 7 ნოემბერი 2025 დრო 15:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 20 ნოემბერი 2025 დრო 16:00
- უფასო მონაწილეობა: კი
ტენდერის აღწერილობა:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს ტენდერს 10 ცალი Brand New სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და მძიმე ტექნიკის შესყიდვაზე.
1.2 შესასყიდი ავტომანქანების ტექ. მახასიათებელი:
თანდართულ ფაილებში ქვემოთ მოცემული სახელწოდებებით, მოცემულია შესაძენი 10 ცალი სხვადასხვა ტიპის ახალი BRAND NEW სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და მძიმე ტექნიკის შესყიდვა:
- Dump-Truck / თვითმცლელი (5-7 ცალი)
- Excavator / მინი ექსკავატორი (Rotating 360°) – 1 ცალი
- Tow Truck / ევაკუატორი – 1 ცალი
- Truck Crane / ამწე კრანი – 1 ცალი
1.3 განფასება:
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სავალდებულო ინფორმაცია და ფასები (EUR) დანართი N1-ის მიხედვით. (ფასების ცხრილი).
პრეტენდენტს აქვს უფლება შემოთავაზება გააკეთოს როგორც ყველა, ასევე მხოლოდ ერთ, ორ ან მისთვის სასურველ შესასყიდ ობიექტზე. ასევე შესაძლებლობა აქვს ერთ შესასყიდ ობიექტზე წარმოადგინოს რამდენიმე ტიპის შეთავაზება.
1.4 ტექნიკის მიწოდების მოქმედების ვადა:
- პრეტედენტმა უნდა დააფიქსიროთ დანართი N1-ის მიხედვით (ფასების ცხრილში)
1.5 ტექნიკის მიწოდების ფორმა და ადგილი:
- ავტომობილის გაყვანა გამყიდველის სერვის ცენტრიდან (მხოლოდ ქალაქ თბილისის სერვის ცენტრები);
- ავტომობილის გაფორმება უნდა მოხდეს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოში ან გამყიდველის სერვის ცენტრში გამყიდველის ხარჯებით.
1.6 ანგარიშსწორების პირობები:
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, პრეტენდენტის მიერ დანართ N1-ში შემოთავაზებული გადახდის პირობის მსგავსად. უპირატესობა მიანიჭება კონსიგნაციის ვადას.
1.7 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:
- კომპანიის განახლებული ამონაწერი ტენდერის გამოცხადების მომენტიდან;
- დანართი N1- ფასების ცხრილი
- ავტომობილის ტექ. მახასიათებელი და სრული კომპლექტაცია სასურველია ორ ნაზე ქართული და ინგლისური (დანართ N1-ის შესაბამისად)
- საგარანტიო პირობა და სასურველია ასევე საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
- საგარანტიო მომსახურების სერვის პუნქტების რაოდენობა და მისამართები;
- ავტომობილის სურათები (სალონის ჩათვლით);
- საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;
- GWP-ის განსაკუთრებული მოთხოვნები:
- საგარანტიო პერიოდი უნდა ვრცელდებოდეს ტექნიკურ დავალებებში მოცემული ვადების მოთხოვნისამებრ; უფრო დიდ საგარანტიო ვადას მიენიჭება უპირატესობა;
- სასურველია მონაწილემ წარადგინოს, საგარანტიო პერიოდში გეგმიური სერვისების განფასება;
- პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს საგარანტიო პერიოდში ძირითადი აგრეგატების როგორიცაა - ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი - მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეკეთების ვადები;
- პრეტედენტს უნდა ჰოქნდეს თბილისში სერვისის ცენტრის მინიმუმ ერთი ლოკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ღირებულება უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, პრეტენდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს ავტომობილის გაფორმება შემსყიდველის სახელზე საკუთარი ხარჯებით;
- პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ავტომანქანების სრული კომპლექტაცია; სასურველია ორ ენაზე: ქართული და ინგლისური;
შენიშვნა:
- ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
- დანართი N1- ატვირთული უნდა იყოს როგორც ხელოწერილი, ასევე ექსელის ფორმატში;
- პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.
1.8 ხელშეკრულების გაფორმება:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება ხელშეკრულება.
1.9 სხვა მოთხოვნა:
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- შემსყიდველი უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს გამარჯვებულ კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
შემსყიდველი, იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი, არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით.
შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის, მხრიდან.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 ნოემბერი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: EUR
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ტენდერში მონაწილეობა უფასოა
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: გიორგი სოტკილვა
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: gsotkilava@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (4801); 577 002761
საკონტაქტო პირი: ირაკლი ხვადაგაძე
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, №10
ელ. ფოსტა: ikhvadagadze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111 (1145); 599 505067
ტენდერის კატეგორია:
- 43300000 სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები
- 34100000 ავტოსატრანსპორტო საშუალებები
- 45500000 სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება