12 დეკემბერი 2025, 15:00
სტატუსი:
არ შედგა
E
ელ. ტენდერი
T28876 - ტენდერი მეორადი ლითონის (ჯართის) გაყიდვაზე
- გამომცხადებელი: დაირექტ დებიტ ჯორჯია
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 28 ნოემბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 12 დეკემბერი 2025 დრო 15:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს მეორადი ლითონის (ჯართის) გაყიდვაზე.
შესყიდვის ობიექტი:
| პროდუქტი | კგ. |
| მეორადი ლითონის (ჯართი) | არ არის დადგენილი ოდენობა |
მოთხოვნები:
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს 2026 წელს ყოველი თვის ბოლო კვირაში მოთხოვნილი ლოკაციიდან ჯართის გატანა, რაოდენობა წინასწარ არ არის განსაზღვრული.
მისამართი, ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
სატენდერო პირობები
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები
დანართი N2- ფასების ცხრილი
ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
შემოთავაზების მიღების ბოლო ვადაა 05/12/2025 15:00 საათი
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 12 დეკემბერი, 15:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები
- 14700000 ძირითადი ლითონები
- 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მათთან დაკავშირებული საგნები
გამარჯობა, ქალბატონო ლელა თუ თქვენ გამოგვიგზავნით ჯართის სავარაუდო რაოდენობას, ჩვენ შეგვიძლია თამამად მივიღოთ იგი ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. დიდი მადლობა
სალამი, წინასწარ რაოდენობა არ არის ცნობილი 500-დან 1000 კგ. თვეში.