ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29114 - ტენდერი 20 ობიექტის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მართვის სისტემის შესყიდვა-დანერგვაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 დეკემბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 დეკემბერი 2025 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სს საქართველოს ბანკი აცხადებს ტენდერს 20 ობიექტის საინჟინრო ინფრასტრუქტურის მონიტორინგისა და მართვის სისტემის შესყიდვა-დანერგვაზე.

1. პროექტის მიზანი და აღწერა 

პროექტის მიზანია 20 ერთეული საოფისე ფართის კლიმატური პირობების (ტემპერატურის), ATS -ის, სარეზერვო კვების წყაროს (გენერატორის), UPS-ის დისტანციური მართვის და მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ობიექტების ლოკალური სისტემები უნდა გაერთიანდეს, არსებულ ერთიან ცენტრალიზებულ ქსელში, რომელიც დაფუძნებულია Schneider Electric EcoStruxure Building Operation პლატფორმაზე. 

სამუშაოების შეფასება მოხდება თანდართულ ფაილში მოცემული მასალათა ჩამონათვალის და შესრულებული სამუშაოს მიხედვით, კერძოდ, მოცემული მასალების და სამუშაოების მიხედვით შეფასდება ღირებულების განსაზღვრა (ობიექტის სპეციფიკიდან და მონტაჟის საჭიროებიდან გამომდინარე).

შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა:

  • მართვის კარადების აწყობა და მონტაჟი.

  • საკაბელო ქსელის მოწყობა (მოცემული სტანდარტების დაცვით).

  • პერიფერიული მოწყობილობების (სენსორები), ATS -ის, UPS-ის და გენერატორის ინტერფეისის დაერთება, ინტეგრაცია.

  • გენერატორის RS-485 Modbus ინტერფეისის შეძენა და მონტაჟი

  • საჭიროების შემთხვევას UPS-ის RS-485 Modbus ინტერფეისის შეძენა და მონტაჟი

  • ტემპერატურის სენსორების შეძენა და მონტაჟი

  • დინ სალტეზე სამონტაჟო მრიცხველის შეძენა და მონტაჟი

  • პროგრამული გამართვა და ცენტრალურ სისტემასთან (Schneider Electric Building Operation) ინტეგრაცია.

2. სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის (ტრანსფორმატორული ჩართვის) ტექნიკური სპეციფიკაცია:

2.1. 1. ზოგადი მახასიათებლები:

  • მოწყობილობის ტიპი: ელექტრონული აქტიური ენერგიის მრიცხველი.

  • გამოყენების სფერო: შიდა აღრიცხვა, ხარჯების განაწილება, ქსელის მონიტორინგი.

  • პოლუსების აღწერილობა: 3P, 3P+N, 1P+N კონფიგურაციების მხარდაჭერა.

  • ეკრანის ტიპი: LCD დისპლეი.

  • სამონტაჟო ტიპი: DIN-რეიკაზე (სტანდარტულ სამონტაჟო ლარტყაზე) დასაყენებელი.

2.2. 2. ელექტროტექნიკური პარამეტრები:

  • ჩართვის/მიერთების ტიპი: დენის ტრანსფორმატორული (CT).

  • შემავალი დენის პარამეტრები: დენის ტრანსფორმატორის მეორადი დენი 5 A.

  • გაზომვის დიაპაზონი (დენი): 1...32767000 mA.

  • ძაბვის დიაპაზონი:
    - 100...277 V (ფაზა-ნოლი / L-N).
    - 173...480 V (ფაზა-ფაზა / L-L).

  • ქსელის სიხშირე: 50 Hz ან 60 Hz.

  • გაზომვადი პარამეტრები: აქტიური ენერგია, აქტიური სიმძლავრე, დენი, ძაბვა.

  • მაქსიმალური გასაზომი მნიშვნელობა: 99 999 999 MWh.

  • შერჩევის სიხშირე (Sampling rate): 32 ნიმუში ციკლზე.

2.3. 3. სიზუსტე და სტანდარტები:

  • სიზუსტის კლასი (აქტიური ენერგია): კლასი 0.5S (IEC 62053-22 და IEC 61557-12 სტანდარტების შესაბამისად).

  • შესაბამისობა სტანდარტებთან: EN 61557-12, IEC 62053-21/22, IEC 61010-1.

2.4. 4. კომუნიკაცია და ინტერფეისი:

  • საკომუნიკაციო პორტი: RS485 (ხრახნიანი ტერმინალი).

  • პროტოკოლი: Modbus RTU.

  • გადაცემის სიჩქარე (Baud rate): 9.6, 19.2 და 38.4 kbauds.

  • ინდიკაცია: LED ინდიკატორები (ჩართვის, სიზუსტის შემოწმების და კომუნიკაციის აქტივობისთვის).

2.5. 5. მექანიკური და გარემოსდაცვითი პარამეტრები:

  • დაცვის დონე (IP): IP40 (წინა პანელი), IP20 (კორპუსი).

  • სამუშაო ტემპერატურა: -25...70 °C.

  • შენახვის ტემპერატურა: -40...85 °C.

  • ფარდობითი ტენიანობა: 5...95% (50°C-ზე).

  • ზომები: სიგანე არანაკლებ 90 მმ (დაახლოებით 10 მოდული/pitch 9მმ-იანი).

3. კონტროლერის ტექნიკური სპეციფიკაცია:

  • IP-ზე დაფუძნებული პროგრამირებადი ოთახის კონტროლერი ზოგადი მოთხოვნები

კონტროლერი უნდა იყოს თავისუფლად პროგრამირებადი, Bacnet IP-ზე დაფუძნებული ოთახის კონტროლერი, მოწყობილობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს BACnet/IP Broadcast Management Device (BBMD) ფუნქციის მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს კომუნიკაცია სხვადასხვა IP ქვექსელებს შორის.

3.2. ტექნიკური მახასიათებლები:

3.2.1. კვების წყარო

შემავალი ძაბვა: 24 VAC (±20%) ან 24 VDC (±10%). 

3.2.2. პროცესორი:

ARM Cortex-A7

3.2.3. მეხსიერება:

128 MB internal
64 MB flash

3.2.4. შესასვლელი/გამოსასვლელი წერტილები:

კონტროლერს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 16 ფიზიკური I/O წერტილი შემდეგი შემადგენლობით:

უნივერსალური შესასვლელები/გამოსასვლელები (მინიმუმ 8 წერტილი):
თითოეული წერტილი ინდივიდუალურად უნდა იყოს კონფიგურირებადი, რათა იმუშაოს როგორც:

  • ციფრული შესასვლელი (მშრალი კონტაქტი)

  • კონტროლირებადი შესასვლელი (კაბელის მთლიანობის მონიტორინგისთვის)

  • ძაბვის შესასვლელი (0-10 VDC)

  • დენის შესასვლელი (0-20 mA)

  • ტემპერატურის შესასვლელი (RTD სენსორებისთვის, მაგ., Pt1000, NTC)

  • რეზისტორული შესასვლელი

  • ძაბვის გამოსასვლელი (0-10 VDC)

რელეს გამოსასვლელები - ფორმა A (მინიმუმ 3 წერტილი):

  • ტიპი: ნორმალურად ღია (NO), ერთპოლუსიანი (SPST).

  • უნდა იყოს განკუთვნილი 24 VAC/DC დატვირთვის კომუტაციისთვის.

მაღალი სიმძლავრის რელეს გამოსასვლელი - ფორმა C (მინიმუმ 1 წერტილი):

  • ტიპი: გადამრთველი კონტაქტი, ერთპოლუსიანი (SPDT).

  • უნდა იყოს გათვლილი 250 VAC-ზე 12 A-მდე რეზისტიული დატვირთვის კომუტაციისთვის.

ტრანზისტორული გამოსასვლელი - (მინიმუმ 4 წერტილი):

3.2.5. საკომუნიკაციო პორტები:

  • Ethernet: მინიმუმ ორი 10/100BASE-TX Ethernet პორტი RJ45 კონექტორებით. პორტებს უნდა ჰქონდეთ მოქნილი ქსელური ტოპოლოგიების მხარდაჭერა, მათ შორის „ვარსკვლავის“, „ჯაჭვური“ (daisy-chain) და Rapid Spanning Tree Protocol (RSTP) „რგოლის“ ტოპოლოგიები.

  • RS-485: მინიმუმ ორი კონფიგურირებადი RS-485 პორტი. პორტები უნდა იყოს კონფიგურირებადი შემდეგი მიზნებისთვის:

ოთახის სენსორების დასაკავშირებელი სალტე.

I/O გაფართოების მოდულების დასაკავშირებელი სალტე.

Modbus RTU ქვექსელი master ან slave რეჟიმში.

3.2.6. უსადენო კავშირი:

  • კონტროლერს უნდა ჰქონდეს ინტეგრირებული Bluetooth Low Energy (BLE) კავშირი.

  • ეს უსადენო ინტერფეისი გამოყენებული უნდა იყოს მოწყობილობის გაშვება-აწყობის, კონფიგურაციისა და ლოკალური დიაგნოსტიკისთვის სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით, ფიზიკური კავშირის ან აქტიური ქსელური ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე.

3.2.7. საკომუნიკაციო პროტოკოლები:

  • კონტროლერს უნდა ჰქონდეს BACnet/IP კომუნიკაციის ქარხნული მხარდაჭერა.

  • ის უნდა შეესაბამებოდეს BACnet Advanced Application Controller (B-AAC) პროფილს, პროტოკოლის რევიზია 14 ან უფრო მაღალი.

3.2.8. ფუნქციონალი და პროგრამირება:

  • პროგრამირება: კონტროლერი უნდა იყოს თავისუფლად პროგრამირებადი, რათა შესაძლებელი იყოს მორგებული ლოგიკისა და თანმიმდევრობების შექმნა. პროგრამულ გარემოს უნდა ჰქონდეს როგორც გრაფიკული (მაგ., ფუნქციური ბლოკ-სქემები), ასევე ტექსტური (მაგ., სკრიპტული) ენების მხარდაჭერა.

  • ავტონომიური მუშაობა: კონტროლერს უნდა შეეძლოს ავტონომიური მუშაობა და ყველა ლოგიკის, განრიგისა და განგაშის შესრულება ცენტრალური სერვერისგან დამოუკიდებლად.

  • მონაცემთა აღრიცხვა: უნდა ჰქონდეს ლოკალური ტრენდებისა და განგაშების აღრიცხვის მხარდაჭერა თავად მოწყობილობაში.

  • მეხსიერება: უნდა ჰქონდეს ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერება პროგრამის, კონფიგურაციისა და რეალური დროის საათის სარეზერვო ასლის შესანახად, ბატარეის საჭიროების გარეშე.

3.2.9. ფიზიკური და გარემო პირობები:

  • მონტაჟი: მოწყობილობა უნდა იყოს გათვლილი სტანდარტულ 35 მმ DIN-რელსზე სამონტაჟოდ.

  • კორპუსის დაცვა: IP20 ან მეტი.

  • სამუშაო ტემპერატურა: 0-დან 50 °C-მდე (32-დან 122 °F-მდე).

  • სამუშაო ტენიანობა: 0-დან 95%-მდე RH, კონდენსაციის გარეშე.

3.2.10. შესაბამისობა და სტანდარტები:

შემოთავაზებული კონტროლერი უნდა შეესაბამებოდეს შესაბამის საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, მაგრამ არასრული ჩამონათვალით:

  • CE

  • UL

  • FCC Part 15, Subpart B 

4. მონიტორინგის პარამეტრები:

4.1.  ტემპერატურის მონიტორინგი:

  • შესაბამის ოთახებში (სასერვერო, ოპერატორთა დარბაზი და ა.შ.) ტემპერატურის მონიტორინგი რეალურ დროში.

  • განგაშის (Alarm) გენერირება ზღვრული მაჩვენებლის გადაცდენისას.

  • გამოყენებული უნდა იქნას 10Kohm NTC ოთახის ტემპერატურის სენსორი

4.2.  Გენერატორის მონიტორინგი (Modbus პროტოკოლით):

  • სტატუსი (ჩართულია/გამორთულია).

  • გამომავალი ძაბვა/დენი.

  • საწვავის დონის კონტროლი.

  • გენერატორის ავარიული სიგნალები.

  • დისტანციური ჩართვა/გამორთვა

4.3. ATS ავტომატური რეზერვის სისტემის მონიტორინგი (Modbus პროტოკოლით ან I/O)

  • სტატუსი (ხაზი-1 / ხაზი-2).

  • გამომავალი ძაბვა/დენი.

  • ავარიული სიგნალის გენერირება.

4.4.  Მრიცხველის მონიტორინგი (Modbus პროტოკოლით):

  • Შემავალი ძაბვა/დენი/სიმძლავრე.

  • განგაშის (Alarm) გენერირება ზღვრული მაჩვენებლის გადაცდენისას.

5. Სამუშაოების ჩაბარება:

  • ფილიალის კონტროლერი უნდა დაუკავშირდეს ცენტრალურ სერვერს შიდა ქსელით.

  • ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს BACnet IP პროტოკოლით.

  • Schneider Electric Building Operation (EBO)-ში უნდა შეიქმნას:

  • თითოეული ობიექტისთვი ვიზუალური გრაფიკული ინტერფეისი.

  • მონაცემთა ბაზაში (Trend Logs) ისტორიის შენახვა.

  • განგაშის სისტემის (Alarm Handling) კონფიგურაცია.

6. Სამუშაოების ჩაბარება:

  • ფიზიკური მონტაჟის დასრულება და ტესტირება.

  • სისტემის პროგრამული გამართვა და კავშირის დადასტურება ცენტრალურ სერვერთან.

  • ცენტრალურ პროგრამურ გარემოში EBO ვიზუალიზაციის, განგაშებისა და Log ების გამართვა

  • შემსრულებლის მიერ As-built ნახაზების და დოკუმენტაციის გადმოცემა.

  • Სამუშაოს შესრულებაზე გარანტია არანაკლებ ორი წელი

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge

  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი

  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 26 დეკემბერი, 18:00 საათი

  • შეთავაზების ვალუტა: ლარი

  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე

  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტექნიკურ საკითხზე დაუკავშირდით

სოლომონ სიმონიშვილი:
599 288 866

გიორგი სხილაძე:
577 102 917

სატენდერო საკითხებზე 
ბექა მუმლაძე
551 46 20 03 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები