19 იანვარი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29229 - ტენდერი სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე
- გამომცხადებელი: შპს "ალტა"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 9 იანვარი 2026 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 19 იანვარი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია „ალტა“ აცხადებს ტენდერს: სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა: ტექნიკური დეტალები მოცემულია დანართი #1 -ში.
მდებარეობა:
- თბილისი; აკაკი ბელიაშვილის 104
- სარემონტო სამუშაოების დაწყების თარიღი: 1 თებერვალი 2026 წელი
- სარემონტო სამუშაოების დასრულების ვადა: 31 მარტი 2026 წელი.
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს სრული სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
ასევე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი საავტორო საპროექტო ზედამხედველობა.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კომპანიის მიმოხილვა:
- შემსრულებელი ვალდებულია ყავდეს მინიმუმ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, რომელსაც შესაბამისაკრედიტებულ ორგანიზაციაში გავლილი ექნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა; შემსრულებელმაუნდა წარმოადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტ(ებ)ისსერტიფიკატ(ებ)ი:
შენიშვნა: - სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ჩამტარებელმა დამსაქმებელმა უნდა წარმოადგინოს დასაქმებულთაუბედური შემთხვევებისაგან დაზღვევის დოკუმენტი;
- საქმიანობის მოკლე აღწერილობა, კლიენტების სია;
- სარეკომენდაციო წერილი: მინიმუმ სამი;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია შესრულების ვადებსა და საგარანტიო პირობებზე;
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- მსხვილი შესრულებული პროექტების ჩამონათვალი ფოტოალბომით, მინიმუმ სამი პროექტი;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთანდაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისგათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანია ვალდებულიამოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია დამკვეთის წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ დაათვალიეროს და დეტალურადშეისწავლოს შესასრულებელი სამუშაო;
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 იანვარი 17:00 საათი;
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიცსრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიცგამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „ალტა“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ანშეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 19 იანვარი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი
საკონტაქტო პირი: თამარ იმერლიშვილი
ელ. ფოსტა: t.imerlishvili@alta.ge
ტელ: +995 571 77 22 11
ტენდერის კატეგორია:
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება