ჩაბარების ვადა:

27 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29584 - ტენდერი GWP ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის სახარჯი მასალისა და მოწყობილობის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 29 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 თებერვალი 2026 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) აცხადებს  ელექტრონულ ტენდერს  ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიისა და მისი რუსთავის ფილიალისთვის - სახარჯი მასალისა და მოწყობილობების შესყიდვასთან დაკავშირებით სამ ლოტად, დანართებში მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად.

ტენდერი გამოცხადებულია სამ ლოტად დანართების მიხედვით:

  • ლოტი N1 - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიისათვის (თბილისი) სახარჯი მასალის შესყიდვა - ხუთი დანართის სახით.
  • ლოტი N2 - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიის რუსთავის ფილიალისათვის (რუსთავი) სახარჯი მასალის შესყიდვა - ხუთი დანართის სახით.
  • ლოტი N3 - ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური საგამოცდო ლაბორატორიისათვის (თბილისი, რუსთავი) მოწყობილობების შესყიდვა - ერთი დანართის სახით. 

განსაკუთრებული მოთხოვნები:

წინამდებარე ტენდერში გამარჯვებული კომპანი(ებ)ა ვალდებულია უზრუნველყოს სახარჯი მასალის ლოტი N1 და ლოტი N2-ის შესაბამისად, ლოტების მიხედვით დანართებში ლოტების მიხედვით (დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები)  მოცემული კონკრეტული სპეციფიკაციების მკაცრი დაცვით, ლაბორატორიისათვის სახარჯი მასალის მიწოდება არაუგვიანეს  ა.წ. 30 აგვისტოსი, ამასთან ლოტი 1-ში (დანართი N5-ში) ყვითლად მონიშნული პოზიციების მოწოდება უნდა მოხდეს დანათში მითითებული ვადების დაცვით (ორ ეტაპად ნახევარ-ნახევარი რაოდენობით 6 თვიანი შუალედით, დამკვეთის შეტყობინების შესაბამისად).

მოწოდებული რეაგენტების ვადა უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი და/ან მწარმოებლის მიერ მაქსიმალურად ვარგისი ვადით;

შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი დამოწმებული უნდა იყოს სერთიფიკატით;

ლოტი N3-ის ფარგლებში პრეტენდენტმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ლოტი N3-ის დანართის შესაბამისად დეტალური მონაცემები, მოწყობილობების მოწოდების ვადა და საგარანტიო პერიოდი და ა.შ.

1.2 საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა/კოდი

ლაბორატორიის სახარჯი მასალის რაოდენობა, აღწერა-სპეციფიკაცია  წარმოდგენილია ურთიერთდამოუკიდებელი ლოტი N1-სა და ლოტი N2-ში მოცემული  დანართების სახით - 5 დანართის სახით (დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები), სადაც აუცილებელი წესით უნდა შეივსოს თითო პოზიციის ფასი, კოდი/ლინკი და საჭიროებისამებრ შენიშვნა.  

შენიშვნა: ტენდერის მიმდინარეობის პროცესში განიხილება მხოლოდ შემსყიდველის მიერ მითითბული რაოდენება და პრეტენდენტის მიერ არ უნდა მოხდეს დაკვეთილი რაოდენობების კორექტირება. ყურადღება მიექცეს აღწერაში მოცემული შეფუთვის რაოდენობას!  

ლაბორატორიის მოწყობილობების დასახელება, რაოდენობა, აღწერა-სპეციფიკაცია წარმოდგენილია ლოტი N3-ის სახით, სადაც აუცილებელი წესით სრულად უნდა შეივსოს მოთხოვნილი ინფორმაცია და დამტებით ატვირთულ იქნას შემოთავაზების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

შევსების დროს არ უნდა შეიცვალოს ფაილის ფორმატი(უცვლელი უნდა დარჩეს განზომილების ერთეული და რაოდენობა).

შემსყიდველი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის დროს საჭიროებისამებრ შეიტანოს ცვლილება დანართების მიხედვით რაოდენობასა და პოზიციებზე.

პრეტენდეტს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს როგორც ყველა ლოტის დანართის ყველა პოზიციაზე, ასევე ლოტების მიხედვით ცალკეულ პოზიციებზე.

იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ საქონლის მოწოდების ვადა ცდება საქონლის მოწოდების ბოლო ვადას, განფასების ფაილში მითითებული უნდა იყოს აღნიშნული საქონლის მოწოდების რეალური ვადა.

განფასება მოცემული უნდა იყოს არაუმეტეს მთელი რიცხვისა და ასეულის დამრგვალებით ციფრების სახით. 

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება ლოტების შესაბამისად, დანართების მიხედვით  (დანართი N1-ქიმიური რეაქტივები; დანართნი N2-დამხმარე მოწყობილობები; დანართი N3-სახარჯი მასალა; დანართი N4-ლაბორატორიული ჭურჭელი; დანართი N5-მიკრობიოლოგიური ნიადაგები), როგორც PDF ფორმატში, ასევე ექსელის ფორმატში. 

1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

საქონლის მოწოდება უნდა განხორციელდეს, წინასწარი შეთანხმებით, არაუგვიანეს ა.წ. 30 აგვისტოსი, ამასთან ლოტი N1-ის დანართი N5-ში ყვითლად მონიშნული პოზიციების მოწოდება უნდა განხორციელდეს ორ ეტაპად ნახევარ-ნახევარი რაოდენობით დამკვეთის შეტყობინების შესაბამისად 6 თვეში ერთხელ მისამართებზე:

  • ლოტი N1 - ქ. თბილისი, შანავას ქ N14 (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია).
  • ლოტი N2 - ქ. რუსთავი, წმ. ნინოს ქ N5.
  • ლოტი N3 -  ქ. თბილისი, შანავას ქ N14 (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) და ქ. რუსთავი, წმ. ნინოს ქ N5.

1.5 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მომსახურების მიღებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 

შენიშვნა: ავანსის მოთხოვნა განიხილება ინდივიდუალურად და შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე არაუმეტეს მთლიანი საკონტრაქტო ღირებულების 25 %-სა. 

1.6 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

ფასების ცხრილი ლოტებისა და დანართების მითითებით სრულყოფილად უნდა იყოს შევსებული ერთეულის და ჯამური ფასების, კოდი/ლინკის ველები და საჭიროების შემთხვევაში შენიშვნის ველი. მოწყობილობებისათვის შესაბამისი სრულად შევსებული დანართი და შემოთავაზების ტექნიკური დოკუმენტაცია.

  • ლოტი N1 - დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5)
  • ლოტი N2 - დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5)
  • ლოტი N3 - ერთიანი დანართი  

შენიშვნა: ფასები მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში დღგ-ს ჩათვლით; ამასთან მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებაში, ინვოისში და ზედნადებში არ შეცვალოს ტენდერით განსაზღვრული საქონლის დასახელება, განზომილების ერთეული და რაოდენობა.

პრეტენდენტის თანხმობა, რომ მოწოდებულ რეაგენტებს ექნება მოწოდებიდან მინიმუმ 1 წლის ვადა, გამონაკლისად იმ პოზიციებისა, რომლის წარმოება 1 წლიანი ვადით არ ხდება, მწარმოებლის მიერ მაქსიმალური ვადით, რაც მითითებული უნდა იყოს განფასების ფაილში.

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა. 

კომპანიის მიერ სრულად შევსებული და დამოწმებული თანდართული კომპანიის კითხვარები (2 დოკუმენტი)

ხელმოწერილი ხელშეკრულების დრაფტი, რომლითაც პრეტენდენტი ადასტურებს თანხმობას ხელშეკრულების პირობებსა და მასთან დაკავშირებულ ყველა დანართზე.

შენიშვნა: პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს წინადადება როგორც ტენდერით განსაზღვრულ სრულ პოზიციაზე, ასევე მხოლოდ რამდენიმე პოზიციაზე  

შენიშვნა:
1) ელექტრონულ ტენდერში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა);
2) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია სასურველია დადასტურებულ იქნას უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული შტამპით.

1.7 ხელშეკრულების გაფორმება

წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში დაიდება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დამოუკიდებელი  ხელშეკრულება სატენდერო პირობების გათვალისწინებით. სატენდერო დოკუმენტაციას თან ერთვის ხელშეკრულების უვლელი დანართები:

  • დანართი N1 - GWP საქონელი ძირითადი პირობები ფასი ლარშია მოცემული
  • დანართი N2 - GWP ეთიკის და ქცევის კოდექსი. ანტიკორუფციული პოლიტიკა. გაეროს გლობალური შეთანხმება.

1.8 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველი,უფლებას იტოვებს თვითონ განსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერისპირობები, რასაც დროულად აცნობებს ტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი, გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე და გადაწყვეტილებას აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. შემსყიდველი, არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ტელეფონით. 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას  შემსყიდველის  მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 თებერვალი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: მარიამ ჭრიკიშვილი
მის.: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა, 10
ელ. ფოსტა: mtchrikishvili@gwp.ge
ტელ.: +995 322 931111 (1304); 599 005 995

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები
  • 33600000 ფარმაცევტული პროდუქტები
შეკითხვები