ჩაბარების ვადა:

2 თებერვალი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T29607 - ტენდერი მარკეტინგული, სარეკლამო და პიარ აქტივობების განსახორციელებლად მომსახურე კომპანიის შერჩევაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 30 იანვარი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 2 თებერვალი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 30 იანვარი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი აცხადებს ტენდერს მარკეტინგული, სარეკლამო და პიარ აქტივობების განსახორციელებლად მომსახურე კომპანიის შერჩევაზე.

კონკრეტული დავალება:

  • მიმწოდებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს დამკვეთის („SOCAR Georgia Petroleum“) სთვის მარკეტინგული, სარეკლამო, საკონსულტაციო და პიარ (PR) მომსახურებების გაწევა, მათ შორის:
  • ფიზიკურ პირებთან, ინდივიდუალურ მეწარმეებთან, ინფლუენსერებთან, სარეკლამო და პიარ მომსახურების გამწევ პირებთან (შემდგომ – კონტრაგენტები) კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებენ „SOCAR Georgia Petroleum“-ის პროდუქციის, სერვისებისა და ბრენდის მარკეტინგულ, სარეკლამო და პიარ აქტივობებს; 
  • გაწეული მომსახურებების შესახებ პერიოდული ანგარიშგების წარდგენა დამკვეთისათვის.
  • კონტრაგენტებისთვის მიმწოდებლის მიერ გადახდილი ჰონორარებისა და მომსახურების საფასურის თანხა ანაზღაურდება „SOCAR Georgia Petroleum“-ის მიერ შესაბამისი თვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;
  • იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული კონტრაგენტი ითხოვს ჰონორარის ან მომსახურების საფასურის წინასწარ გადახდას, შესაძლებელია შესაბამისი თანხის წინასწარი ჩარიცხვა მომსახურე კომპანიისთვის, რომელიც შემდგომ აისახება შესაბამის თვის მიღება-ჩაბარების აქტში და ჩაითვლება საბოლოო ანგარიშსწორებაში.
  • მომწოდებელმა/პრეტენდენტმა ზემოხსენებული სერვისებისათვის უნდა წარმოადგინოს მომსახურების თვიური ღირებულება გადასახადების ჩათვლით

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

გამოცდილება 2+ წელი.

გადახდის პირობები:

მოლაპარაკების საგანი.

ტენდერის ვადები:

4 კალენდარული დღე.

ხელშკერულების ვადები:

მოლაპარაკების საგანი.

სხვა:

მონაწილე კომპანია სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 იანვარი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

საკონტაქტო პირი:

ჯუნა კაპანაძე
+995 599 40 72 47

ტენდერის კატეგორია:

  • 79400000 ბიზნესსა და მენეჯმენტთან დაკავშირებული კონსულტაციები და მომსახურებები
  • 79300000 ბაზრის კვლევა და ეკონომიკური კვლევა; გამოკითხვები და სტატისტიკა
შეკითხვები