24 თებერვალი 2026, 16:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T29783 - ტენდერი ოტორინოლარინგოლოგიური (ENT) კაბინეტისა და საოპერაციო ბლოკისთვის დიაგნოსტიკური და ქირურგიული აპარატურის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ვიან-ლოჯისტიკა
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 12 თებერვალი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 24 თებერვალი 2026 დრო 16:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს ,,ვიან ლოჯისტიკა’’ („შემსყიდველი“) პრეტენდენტებს სთავაზობს ოტორინოლარინგოლოგიური (ENT) კაბინეტისა და საოპერაციო ბლოკისთვის დიაგნოსტიკური და ქირურგიული აპარატურის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობასა და წინადადების წარმოდგენას.
1. შერჩევის პროცესის მიმდინარეობა:
შერჩევა ჩატარდება შემდეგი განრიგით:
- პრეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2026 წლის 24 თებერვლის 16:00 საათისა.
- შემსყიდველი განიხილავს შემოსულ სატენდერო წინადადებებს და მოახდენს პრეტენდენტ/ებ/ის, წარმოდგენილი წინადადებების შეფასებასა და გამარჯვებული კომპანიის გამოვლენას, წინასწარ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით.
- საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/თან ჩატარდება დამატებითი მოლაპარაკებები.
- საბოლოო ეტაპზე გამარჯვებულთან გაფორმდება ხელშეკრულება.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ტენდერის შეჩერების / შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღება პრეტენდენტ/ებ/ს შეეძლებათ სატენდერო განცხადების პორტალზე.
შემსყიდველი იტოვებს უფლებას, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე გააფართოვოს ან შეცვალოს მოთხოვნები გასაწევ მომსახურებასთან/შესყიდვასთან დაკავშირებით, რის შესახებაც ინფორმაცია განთავსდება სატენდერო განცხადებების პორტალზე.
2. ტენდერით შესასყიდი საქონლის აღწერილობა / სპეციფიკაციები და რაოდენობა:
შესასყიდი პროდუქციის აღწერილობა და დეტალური სპეციფიკაციები მოცემულია შესაბამის დანართებში ( დეტალური სპეციფიკაციების დანართი # 1);
გთხოვთ, იხილოთ სპეციფიკაციების ფაილების ყველა გვერდი და გაგვიკეთოთ შემოთავაზება.
მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს აპარატურის მიწოდება, მონტაჟი და ტრეინინგის ჩატარება ქალაქ ქუთაისში.
3. მიწოდების ადგილი:
ქ. ქუთაისი. ჯავახიშვილის ქ. 85;
4. შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები მომწოდებლის მიმართ:
ტენდერში გამარჯვებული მომწოდებლის შერჩევა მოხდება შემსყიდველის მოთხოვნებთან შესაბამისობისა და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის გათვალისწინებით.
სატენდერო წინადადების განხილვა მოხდება მხოლოდ სრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის პირობებში.
სატენდერო წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ პირებს, რომელთა წლიურმა ბრუნვამ ბოლო დასრულებული საგადასახადო წლის მანძილზე შეადგინა არანაკლებ 500,000 ლარი.
5. სატენდერო წინადადება:
(ა) სატენდერო წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- პრეტენდენტი იურიდიული პირის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ;
- ცნობა, რომ არ მიმდინარეობს პრეტენდენტის მიმართ რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია და/ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- ბოლო 1 დასრულებული საგადასახადო წლის ბალანსი და მოგება-ზარალის უწყისი;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი;
- მინიმუმ ორი სარეკომენდაციო წერილი;
- შევსებული და ხელმოწერილი განფასება/ფასთა ცხრილი (ლარში, დღგ-სა და ტრანსპორტირების ხარჯის ჩათვლით) - მოცემული და დადგენილი დანართი #1-ს სახით;
- „ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ“, შევსებული დანართ #2-ში მითითებული სახით;
- „კონფიდენციალურობაზე შეთანხმების პრეტენდენტის მხრიდან ხელმოწერილი ვერსია (შეთანხმება თან ერთვის დანართი #3-ს სახით);
- პრეტენდენტის მიერ ხელმოწერილი აფიდავიტი - აფიდავიტი მოცემულია დანართი დანართი #4-ს სახით;
პრეტენდენტის მიერ მომზადებული ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ხელმოწერილი პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ და დამოწმებული ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაციის მომზადების თარიღი წინ არ უნდა უსწრებდეს სატენდერო დოკუმენტების წარდგენის თარიღს 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით.
პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ადასტურებს, რომ (ა) იგი გაეცნო დანართი #5-ს სახით წარმოდგენილ შესყიდვის ხელშეკრულების ნიმუშს, რომლის გაფორმებაც მოხდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან და თანახმაა აღნიშნული რედაქციის გაფორმებაზე და (ბ) მისთვის ცნობილია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არ აქვს უფლება, გაზარდოს სახელშეკრულებო ფას/ებ/ი ან სხვაგვარად გააუარესოს შემსყიდველის მდგომარეობა.
(ბ) დამატებითი მოთხოვნები (ასეთის არსებობისას):
- იმ შემთხვევაში, თუ შესყიდვის პროცესში ადგილი ექნება საავანსო გადახდის მოთხოვნას, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებისათვის სავალდებულო პირობაა, ავანსის უზრუნველსაყოფი საბანკო გარანტიის წარმოდგენა შემსყიდველისათვის, გაცემული ამ უკანასკნელისათვის მისაღები ფინანსური ინსტიტუტის მიერ.
6. პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია:
შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია თუ:
- პრეტენდენტი ირიცხება მოვალეთა რეესტრში;
- პრეტენდენტის ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო ან სხგვაგვარი გირავნობა/იპოთეკა/შეზღუდვა;
- მიმდინარეობს პრეტენდენტის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
- სატენდერო განაცხადით მოთხოვნილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- სრულად არ იქნება წარმოდგენილი;
- არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს;
- არ შეესაბამება სინამდვილეს;
- ყალბია. - არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის პრეტენდენტის შემდგომ მონაწილეობას ტენდერში.
7. კონფიდენციალურობა:
პრეტენდენტი პასუხისმგებელია შემსყიდველის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე, მისი დასრულების შემდეგაც, მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.
გთხოვთ, ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტაცია შეგვივსოთ.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 24 თებერვალი, 16:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
შერჩევის პროცესის მსვლელობისას პრეტენდენტებს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია: Medical_procurements@vian.health, kakauridzen@clinics.ge
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები