ჩაბარების ვადა:

23 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30104 - ტენდერი მესამე მხარის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკურ გადამოწმებაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD, EUR
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2026 დრო 18:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 23 მარტი 2026 დრო 18:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 მარტი 2026 დრო: 18:00

ტენდერის აღწერილობა:

შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი(GWP, საიდენტიფიკაციო კოდი 203826002) აცხადებს ელექტრონულტენდერს შემდეგი მომსახურების შესყიდვის მიზნით:

მესამე მხარის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური გადამოწმება (High Technical Review and Validation of Third-Party Water and Wastewater Infrastructure Projects).

1. ტექნიკური სპეციფიკაცია:

იხილეთ: დანართი N1 – GWP-TOR-NRV-2026-001

2. მონაცემები, რომლებიც უნდა ატვირთოს / წარმოადგინოს მონაწილე კომპანიამელექტრონულ ტენდერში

  • შემოთავაზება ინგლისურ და ქართულ ენაზე (ორივე ენაზე)
  • ფასების ცხრილი (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ტენდერში მონაწილე კომპანიის გამოცდილებას(დანართი N1-ის მოთხოვნების შესაბამისად);
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისრეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს აღნიშნული ელექტრონული ტენდერისგამოცხადების შემდეგ;
  • თანხმობა სატენდერო პირობებზე, რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იყოს ხელმოწერილისატენდერო განაცხადი (წინასწარ განსაზღვრული დოკუმენტი). 

შენიშვნა

  • ტენდერში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია, რომელიც შექმნილია მონაწილეკომპანიის მიერ, უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში უნდაატვირთულ იქნას მინდობილობა);
  • მონაწილე კომპანიის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იყოს დამოწმებულიუფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერით ან კომპანიის ელექტრონული ბეჭდით;
  • თუ მონაწილე კომპანია არის უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში არ არის რეგისტრირებული, მას შეუძლია შეთავაზების გამოგზავნა ელექტრონული ფოსტით, რომელიც მითითებულია აღნიშნულისატენდერო დოკუმენტაციის საკონტაქტო ინფორმაციაში;
  • ასევე, თუ სატენდერო პლატფორმაზე წინადადების ატვირთვისას წარმოიქმნება ტექნიკური პრობლემა, მონაწილე კომპანიას შეუძლია წინადადება გამოაგზავნოს სატენდერო დოკუმენტებში მითითებულელ.ფოსტაზე.
    წინადადება ელ.ფოსტით უნდა გაიგზავნოს არაუგვიანეს 2026 წლის 23 მარტის, 18:00 საათისა (საქართველოსდროით).

წინადადებების მიღების ვადის ცვლილების შემთხვევაში, მონაწილეები ინფორმირებული იქნებიანშესაბამისი წესით.

3. ხელშეკრულების გაფორმება:

  • გამარჯვებულ კომპანიასთან/კომპანიებთან ხელშეკრულება გაფორმდება ტენდერისპირობებისა და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტის შესაბამისად;
  • შპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიიტოვებს უფლებას ხელშეკრულება გააფორმოს ერთ ანრამდენიმე კომპანიასთან.

4. სხვა მოთხოვნები:

  • წინადადების წარდგენის მომენტში მონაწილე კომპანია არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებითი შეჩერების მდგომარეობაში. 
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (GEL), აშშდოლარში (USD) ან ევროში (EUR). ფასები უნდა მოიცავდეს ტენდერით გათვალისწინებულ ყველახარჯსა და გადასახადს (მათ შორის დღგ-). 
  • მონაწილე კომპანიის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უნდა იყოს მოქმედი წინადადებებისმიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  • შემსყიდველიშპსჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, / 203826002)იტოვებს უფლებას:
    - განსაზღვროს ტენდერის ვადები;
    - შეცვალოს სატენდერო პირობები და დროულად აცნობოს მონაწილეებს;
    - ტენდერი შეწყვიტოს ნებისმიერ ეტაპზე.

შემსყიდველი განსაზღვრავს გამარჯვებულ მომწოდებელს სატენდერო კომისიის საშუალებით დაგადაწყვეტილების შესახებ აცნობებს ყველა მონაწილე კომპანიას. 

შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიებს სიტყვიერად ან წერილობით განუმარტოსკონკურსთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს მონაწილეების მიერ წარმოდგენილი ნებისმიერიინფორმაცია, ასევე მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ.

თუ დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია არასწორია ან ფალსიფიცირებულია, მონაწილე კომპანია დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი დამატებით ინფორმაციასთან დაკავშირებულზეპირ შეკითხვებს არ მიიღებს, გარდა სატელეფონო კომუნიკაციისა.

შენიშვნა: სხვა საშუალებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია არ ჩაითვლება ოფიციალურად და არ წარმოშობს რაიმეპასუხისმგებლობას შემსყიდველის მხრიდან.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 23 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი, ევრო
  • ტენდერში მონაწილეობა უფასოა
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია

საკონტაქტო პირი: მაგდა ლომთათიძე
მისამართი: საქართველო, თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა №10
ელ.ფოსტა: mlomtatidze@gwp.ge
ტელ: +995 322 931111; 595 22 66 94 

ტენდერის კატეგორია:

  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები
შეკითხვები