ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30108 - ტენდერი საპირფარეშოების რეკონსტრუქციაზე

  • გამომცხადებელი: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 13 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 18 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

„სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" აცხადებს ტენდერს ბალანსზე არსებული სადგურზე შიდა საპირფარეშოების რეკონსტრუქციაზე (რემონტი).

კონკრეტული დავალება:

სოფ. ურბნისთან (ავტობანზე) არსებული აგს-ის  მომსახურების ზონაში საპირფარეშოების ფართის რეკონსტრუქცია კერძოდ: სადემონტაჟო სამუშაოები, თაბაშირმუყაოს ტიხრების მოწყობა, გრანიტის დაგება, კაფელის და დეკორატიული პანელების გაკვრა, ჭერის მოწყობა, ფურნიტურის მონტაჟი, წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა, ელექტროობის გაყვანილობის დაქსელვა და ა.შ 

დეტალები იხილეთ მოცემულ ფაილებში.

მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ:

  • გამოცდილება 4+ წელი; 
  • ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე პრეტენდენტი ვალდებულია, სამუშაოების სპეციფიკისა და პირობების უკეთ შესწავლის მიზნით, დაათვალიეროს ობიექტი, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გაუგებრობები;
  • პრეტენდენტმა განფასებაში უნდა ასახოს და გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომლებიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის ექსპლიკაციაში.
  • პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ობიექტის ჩაბარება დადგენილ ვადებში და მკაცრად დაიცვას სამუშაოების შესრულების გრაფიკი.
  • ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული პოზიციები: თხევადი საპნის დოზატორი; ქაღალდის დისპენსერი; ხელის საშრობი; უჟანგავი ფოლადის ვედრო (5 ლიტრიანი); უნიტაზის ჩასახეხი უჟანგავი ფოლადის ჯაგრისით; უჟანგავი ფოლადის ვედრო (65 ლიტრიანი).

აღნიშნული ინვენტარი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას შესაძლებელია დამკვეთის მიერ წარმოდგენილ იქნას ობიექტზე. ასეთ შემთხვევაში, გამარჯვებულმა შემსრულებელმა აღნიშნული პოზიციები უნდა ამოიღოს ხარჯთაღრიცხვიდან.

გადახდის პირობები:

30% ავანსი 70% ჩაბარების შემდეგ 7 სამუშაო დღეში.

ტენდერის ვადები:

7 კალენდარული დღე.

ხელშეკრულების ვადები:

30 დღე.

საგარანტიო პირობები:

4 წელი.

აუცილებელად გასათვალისწინებელი მოთხოვნები

პრეტენდენტმა ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე უნდა გაითვალისწინოს, რომ სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ობიექტი არ შეწყვეტს ფუნქციონირებას, შესაბამისად უნდა შემოიფარგლოს ტერიტორია დამცავი ღობეებით და ბადეებით, ქვის ჭრა შესრულდეს შენობის გარე ტერიტორიაზე და სველი ჭრის მეთოდით. დაცული იყოს HSE(შრომის უსაფრთხოების ნორმები) დამკვეთის მოთხოვნით და სახელმწიფო რეგულაციების მიხედვით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 18 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

მერეაბ მგელაძე
577310016

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები