ჩაბარების ვადა:

31 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30160 - ტენდერი სასაწყობე ფართის იჯარაზე

  • გამომცხადებელი: ამბოლი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL, USD
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 18 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 31 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 18 მარტი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ამბოლი აცხადებს ტენდერს: სასაწყობე ფართის იჯარაზე. 

  • ტენდერის მიზანია შესაბამისი ტექნიკური და ლოკაციური მოთხოვნების მქონე სასაწყობე ობიექტის იჯარა შპს ამბოლისსაჭიროებებისათვის.
  • შერჩეულ პრეტენდენტთან გაფორმდება იჯარის ხელშეკრულება.
  • ტენდერი ჩატარდება ერთ ლოტად. 

შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები:

ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილ კომპანიებს. 

შერჩევის პროცესი ჩატარდება შემდეგი სქემით:

  • რეტენდენტებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ტენდერის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში;
  • საჭიროების შემთხვევაში შერჩეულ პრეტენდენტებთან გაიმართება დამატებითი მოლაპარაკებები;
  • შესაძლებელია ობიექტების ფიზიკური დათვალიერება;
  • საბოლოო ეტაპზე მოხდება პრეტენდენტის შერჩევა და გაფორმდება საიჯარო ხელშეკრულება.

ტენდერი განხორციელდება შემდეგ ვადებში:

  • ტენდერის გამოცხადება  - 17 მარტი 2026 წელი;
  • სატენდერო წინადადებების მიღება  - 31 მარტი 2026 წელი

შპს ამბოლი იტოვებს უფლებას ტენდერის მიმდინარეობის  ნებისმიერ ეტაპზე შეაჩეროს ტენდერი, არ გააგრძელოსტენდერი, შეწყვიტოს ან/და გამოაცხადოს ახალი ტენდერი პრეტენდენტ/ებ/თან წინასწარი შეთანხმების გარეშე. ტენდერის შეჩერების/ შეწყვეტის შესახებ პრეტენდენტებს ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ საკონტაქტომისამართებზე.

 ტენდერის შეჩერება ან/და შეწყვეტა არ გამოიწვევს რაიმე სახის, მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობისდაკისრებას შპს ამბოლისთვის.

შპს ამბოლი იტოვებს უფლებას კონტრაქტის ხელმოწერამდე გააფართოვოს ან შეცვალოს თავიანთი  მოთხოვნებიგასაწევ მომსახურებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც წინასწარ წერილობით ეცნობებათ შერჩეულ პრეტენდენტ/ებ/.

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ობიექტი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებენ უფლებას არ მიიღოს შემოთავაზება.

გადაწყვეტილებას გამარჯვებულად გამოვლენის თაობაზე იღებს კომპანია პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ობიექტის ხარისხის, ტექნიკური პარამეტრებისა და სხვა კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე, რომელსაც კომპანია მიიჩნევს საჭიროდ

წესები და კითხვები

შერჩევის პროცესის მსვლელობის დროს პრეტენდენტ/ებ/ს უფლება აქვთ მოითხოვონ მათთვის საჭირო ინფორმაცია. პრეტენდენტი პასუხისმგებელია შპს ამბოლი-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, როგორც შერჩევის პროცესის მსვლელობის, ასევე მისი დასრულების შემდეგ მიუხედავად ტენდერის შედეგებისა.

2. ობიექტის ტექნიკური და ფიზიკური მოთხოვნები

პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სასაწყობე ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ლოკაცია - თბილისი ან თბილისიდან არაუმეტეს 25 კმ-ის რადიუსში (უპირატესობა მიენიჭება დასავლეთით მიმართულებას)
  • ლოგისტიკა - ობიექტამდე უნდა მიდიოდეს სატვირთო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გზა
  • ობიექტი შეიძლება იყოს უკვე აშენებული, მშენებარე ან დაგეგმილი პროექტი, იმ პირობით, რომ მისი ჩაბარება განხორციელდება ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ვადებში.

სასაწყობე ფართი

  • სასაწყობე ფართობი დაახლოებით 10,000 მ² (დასაშვებია მცირედი გადახრა)
  • საოფისე ფართი დაახლოებით 300 – 400 მ²
  • მიწის ფართობი - ეზოს ფართობი მინიმუმ 4,000 – 5,000 მ²
  • შენობის პარამეტრები - ჭერის სიმაღლე მინიმუმ 10 მეტრი

ინფრასტრუქტურა

  • ელექტროენერგია (სასურველია სამფაზიანი ელექტროენერგია)
  • წყალმომარაგება
  • კანალიზაცია
  • გათბობა / გაგრილება / ვენტილაცია (სტანდარტების შესაბამისად)
  • სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობა

სასაწყობე ინფრასტრუქტურა 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია:

  • სტელაჟების არსებობის შესახებ;
  • პალეტების ტევადობა (სასურველია დაახლოებით 14,000 პალეტ ადგილი);
  • ფორკლიფტების არსებობის შესახებ (ფორკლიფტის რაოდენობა და ტიპი); 

სამართლებრივი სტატუსი

ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია:

  • საკუთრების ან განკარგვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი უძრავი ქონების რეესტრიდან) გაცემული საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ;
  • მშენებლობის ნებართვა (არსებობის შემთხვევაში);
  • ბიექტის ექსპლუატაციაში მიღების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  • სახანძრო უსაფრთხოების შესაბამისობის დოკუმენტები;
  • შრომის უსაფრთხოების შესაბამისობის დოკუმენტები;
  • აჭირო ტექნიკური სერტიფიკატები

შესრულების ხარისხი და გარანტია

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 

  • შესრულებული სამუშაოების გარანტიის პერიოდი
  • კონსტრუქტორის დასკვნა შენობის კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე

მომწოდებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • კომპანიის ან მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია;
  • ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოებიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.
  • შესაბამის სფეროში გამოცდილება;
  • უკვე აშენებული ან განვითარებული პროექტების ჩამონათვალი;
  • რეკომენდაციები;

ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში:

  • შესრულების საბანკო გარანტია
  • სადაზღვევო პოლისი 

შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს გაკოტრების, ლიკვიდაციის ან საქმიანობის დროებით შეჩერების პროცესში. შპს ამბოლი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია პრეტენდენტისგან, ასევე განახორციელოს ობიექტის ადგილზე დათვალიერება.

ძირითადი კომერციული პირობები

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა წარმოადგინოს: 

  • წლიურად გაწერილი იჯარის ფასი (5 წლიანი პერიოდისათვის) შემდეგი ვერსიებით:
    - ცარიელი ფართი
    - ფართი სტელაჟებით (შესაძლებლობის შემთხვევაში);
    - ფართი სტელაჟებით და ფორტკლიფტებით (შესაძლებლობის შემთხვევაში);
  • ფასის ვალუტა ლარი ან აშშ დოლარი;
  • იჯარის ვადა 5 წელი ობიექტის ჩაბარების მომენტიდან;
    - ავანსის პირობა - ავანსის ოდენობა და გადახდის პირობები;
    - პირგასამტეხლო/სხვა შესაძლო ფინანსური სანქციები;
  • ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები.
  • ჩაბარების ვადა - ობიექტის ჩაბარება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2027 წლის აპრილისა. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულების ეტაპობრივი გეგმა და ვადები.

გთხოვთ, შემოთავაზებაში სრულად შეავსოთ ყველა დანართი და გადმოგვიგზავნოთ როგორც PDF ასევე Excel-ის ფორმატშიც.

დანართში წარმოდგენილია სატენდერო პაკეტის შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • დანართი 1 - ტექნიკური კითხვარი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია;
  • დანართი 2 - განფასება 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი, დოლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში საკონტაქტო ინფორმაცია:

ვანო სოსელია
ტელ: 551020642

ბექა რთველიაშვილი
ტელ: 551136319

ტენდერის კატეგორია:

  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი
შეკითხვები