ჩაბარების ვადა:

27 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T30165 - ტენდერი საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს „ლომისი'' აცხადებს ტენდერს საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე.

ა) ნომრით: #-EF-GE/846
ბ) დანიშნულება: საწყობის მეტალის სტატიკური შენახვის სისტემების (racking systems) ინსპექტირებისა და ტექნიკური შეფასების მომსახურების შესყიდვაზე -
EN 15635:2008
სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა (შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ტენდერის პირობები:

  • ფასები უნდა მოიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.)
  • გადახდის პირობა: 60 დღის შემდგომ.

გთხოვთ, გადმოგზავნილ დოკუმენტაციაში აუცილებლად მიუთითოთ:

  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია:  პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
  • ტენდერის დასახელება;
  • მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების დეპარტამენტი 

მომსახურების მიზანია საწყობში არსებული თაროების უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სტრუქტურული დაზიანებების იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და რეკომენდაციების მომზადება, შესაბამისი შემოწმების აქტების მომზადება და შემომწების აღნიშვნების ნიშანდება (მარკირება/დასტიკერება).

სამუშაოების აღწერა:

შერჩეულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სამუშაოების შესრულება ჯამში თაროს 80 სექციისათვის:

ინსპექტირება:

  • საწყობის ყველა არსებული მეტალის თარო სისტემის ვიზუალური და ტექნიკური ინსპექტირება;
  • ინსპექტირების ჩატარება EN 15635:2008 – Steel static storage systems — Application and maintenance of storage equipment სტანდარტის მიხედვით; 

სტრუქტურული ელემენტების შემოწმება, მათ შორის:

  • სვეტები (uprights)
  • ჰორიზონტალური და დიაგონალური კავშირები
  • ბიმები
  • დამცავი ელემენტები (column guards, end barriers და სხვ.)
  • დამაგრების ელემენტები (anchors, locking pins).

დაზიანებების შეფასება:

  • აღმოჩენილი დაზიანებების კლასიფიკაცია (Low / Medium / High Risk) EN 15635-ის მეთოდოლოგიის შესაბამისად;
  • არასწორი გამოყენების, გადატვირთვის ან მექანიკური ზემოქმედების ნიშნების იდენტიფიცირება;
  • საფრთხის შემცველი ელემენტების გამოვლენა. 

დოკუმენტაცია და ანგარიშგება:

დეტალური ინსპექტირების ანგარიშის მომზადება, რომელიც მოიცავს:

  • შემოწმებული ზონების ჩამონათვალს
  • აღმოჩენილი შეუსაბამობების აღწერას
  • ფოტომასალას
  • რისკის შეფასებას

რეკომენდებულ მაკორექტირებელ ქმედებებსნიშანდება (დასტიკერება/მარკირება) შემოწმებული თაროების.

ტექნიკურ პასპორტების შექმნას იმ თაროებზე, რომელსაც არ გააჩნია. 

სავალდებულო მოთხოვნები მიმწოდებლის მიმართ:

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საწყობის თარო სისტემების ინსპექტირებაში;
  • EN 15635:2008 სტანდარტის ცოდნა და პრაქტიკული გამოყენების გამოცდილება;
  • კომპეტენტური ინსპექტორის / კონსტრუქტორის ჩართულობა;
  • შესაბამისი ტექნიკური და პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ანალოგიური შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი (რეფერენსები).

სატენდერო წინადადება აუცილებლად უნდა გადმოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართებზე:

tenders@ge.anadoluefes.com
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com 

შემოთავაზების მიღება მთავრდება: 27.03.2026

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

მეგი მაისურაძე
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
megi.maisuradze@ge.anadoluefes.com

ტენდერის კატეგორია:

  • 71600000 ტექნიკური შემოწმება, ანალიზი და საკონსულტაციო მომსახურებები

დოკუმენტაცია

შეკითხვები