ჩაბარების ვადა:

25 მარტი 2026, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30170 - ბაზრის კვლევა დერატიზაციის, დეზინსექციის, დეზინფექციის და ქვეწარმავლებისგან დაცვის მომსახურების შესახებ

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 25 მარტი 2026 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 მარტი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

საქართველოს ბანკი აცხადებს ბაზრის კვლევას დერატიზაციის, დეზინსექციის, დეზინფექციის და ქვეწარმავლებისგან დაცვის მომსახურების შესახებ.

ინსტრუქცია ბაზრის კვლევაში მონაწილეთათვის:

  • ბაზრის კვლევის მიმდინარეობის განმავლობაში პრეტენდენტებმა უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებში გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი.
  • ბაზრის კვლევის განმავლობაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთან დაკავშირებით იმეილით ან ტელეფონით. 
  • ბაზრის კვლევის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს მოწოდებულ ინფორმაციას და გამოავლენს საუკეთესო პირობის მომწოდებელს, ან გამოაცხადებს მეორე ტურს. 

სატენდერო პირობები

  • ხელშეკრულების და წინამდებარე დოკუმენტის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს. 
  • მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ, სრულად და ჯეროვნად
  • შეავსოს შემოთავაზებული ფასების ცხრილი (დანართი 1);  
  • ფასები უნდა მიუთითოთ  ლარში  შესაბამისი პუნქტების გასწვრივ მეასედებით, აგალითად: 0.05 (ოლი ლარი და 5თეთრი); 0.35 (ოლი ლარი და 35 თეთრი); 1.00 (თი ლარი); 1.45 (თი ლარი და 45 თეთრი) ა ა.შ.;
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
  • და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა სრულად უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ მოცემული მოთხოვნები და წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულო დოკუმენტაცია:

  • ფასების ცხრილი (დანართი 1)
  • საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • გამოსაყენებელი ქიმიური საშუალებების ჩამონათვალი, მათი უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია(MSDS) და შესაბამისობის სერტიფიკატები.
  • ამოსაყენებელი დანადგარებისა და აღჭურვილობის ჩამონათვალი.
  • კომპანიის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია: საქმიანობის აღწერა, კლიენტების სია და მინიმუმ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი.
  • სერტიფიკაცია: პრეტენდენტის მიერ გამოსაყენებელი ყველა სადეზინფექციო, სადეზინსექციო, სადერატიზაციოდა ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალება რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს დაავადებათაკონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC).
  • პერსონალის კვალიფიკაცია: სასურველია პრეტენდენტმა წარმოადგინოს მომსახურების გამწევი თითოეულითანამშრომლის კვალიფიკაციისა და გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერტიფიკატები

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.

კვლევის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი. 

ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. 

მოთხოვნის შემთხვევაში კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომპანიის ფინანსური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ბანკი მიზნად ისახავს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და მდგრადი განვითარების პრინციპებისდანერგვას მიწოდების ჯაჭვში. პრიორიტეტი მიენიჭება იმ მომწოდებლებს, რომლებიც იზიარებენ ბანკისსტანდარტებს და მათ საქმიანობაში ასახულია სახიფათო ნარჩენების, ენერგიისა და წყლის მოხმარებისმინიმიზაციისკენ მიმართული ქმედებები, რისი დოკუმენტური დადასტურებაც შეუძლიათ.

4. მომსახურების დეტალური აღწერა და მოთხოვნები

 რეგულარული მომსახურება:

  • სათავო ოფისი (. გაგარინის . #29): ყოველთვიური მონიტორინგი და პრევენციული სამუშაოები მღრღნელებზე, სტანდარტულ მწერებსა და ქვეწარმავლებზე, მათ შორის გარე პერიმეტრზე (4000 კვ.) მღრღნელებისგან და ქვეწარმავლედისგან დაცვის მიზნით, სეზონური სამუშაოების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში, ულიმიტორაოდენობის დამატებითი ვიზიტების განხორციელება.
  • საწყობი (ჭირნახულის . #9): ყოველთვიური მონიტორინგი და პრევენციული სამუშაოები მღრღნელებზე. საჭიროების შემთხვევაში, ულიმიტო რაოდენობის დამატებითი ვიზიტების განხორციელება.

მომსახურება გამოძახების საფუძველზე (ინციდენტებზე რეაგირება):

  • რეაგირების დრო: დეზინფექცია, დერატიზაცია, ქვეწარმავლები - ბანკის მოთხოვნიდან თბილისის მასშტაბით – 24 საათის განმავლობაში, რეგიონების მასშტაბით – 48 საათის განმავლობაში.
  • რეაგირების დრო: დეზინსექცია (სტანდარტულ მწერებზე) - ბანკის მოთხოვნიდან თბილისის მასშტაბით – 24 საათის განმავლობაში, რეგიონების მასშტაბით – 48 საათის განმავლობაში.
  • რეაგირების დრო: დეზინსექცია (არასტანდარტულ მწერებზე) - ბანკთან წინასწარი შეთანხმებით – 7 კალენდარული დღის განმავლობაში.
  • საგარანტიო პერიოდი: სამუშაოს შესრულებიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში ინციდენტის განმეორებისშემთხვევაში, დამატებითი ვიზიტის უსასყიდლოდ განხორციელება.
  • პირველადი აღჭურვილობა: ინციდენტის საფუძველზე ობიექტზე საჭირო დანადგარების (სატყუარა კონტეინერების) განთავსება და მათი მონიტორინგი 2 (ორი) თვის განმავლობაში.

ზოგადი ვალდებულებები:

  • რეპორტინგი და კონსულტაცია: ყოველი შესრულებული სამუშაოს შესახებ ერთჯერადი რეპორტის წარმოდგენა დაპრობლემურ ობიექტებზე პრევენციული რეკომენდაციების მომზადება.
  • აღრიცხვა: ბანკისთვის განთავსებული სატყუარა კონტეინერების შესახებ დეტალური ინფორმაციის(ადგილმდებარეობა, ტიპი, რაოდენობა) მიწოდება.
  • კოორდინაცია: დაგეგმილი სამუშაოების ყოველდღიური ცხრილის ბანკისთვის წინასწარ მიწოდება, რომელშიც უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 
    - ინციდენტის ნომერი, 
    - ობიექტის მისამართი/ს/ც ნომერი, 
    - რეაგირების ჯგუფის მისვლის დრო,
    - შემსრულებელი თანამშრომლების პირადი მონაცემები.
  • პერსონალის იდენტიფიკაცია: მომსახურე პერსონალის უნიფორმით უზრუნველყოფა.
  • უსაფრთხოება: ქიმიური საშუალებების გამოყენება უსაფრთხოების ინსტრუქციის სრული დაცვით და შრომისუსაფრთხოების კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტაციაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 25 მარტი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო პირი:

შესყიდვების მენეჯერი
თეონა ფიცხელაური 
tpitskhelauri@bog.ge
ტელ.: 577524235

ტექნიკური საკითხები
ნელი კურტანიძე
nelikurtanidze@bog.ge
ტელ.: 592552555

ტენდერის კატეგორია:

  • 90900000 დასუფთავება და სანიტარიული მომსახურება
შეკითხვები