ჩაბარების ვადა:

30 მარტი 2026, 12:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T30171 - ტენდერი ჟინვალჰესის  220კვძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 23 მარტი 2026 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 30 მარტი 2026 დრო 12:00
  • უფასო მონაწილეობა: კი

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 23 მარტი 2026 დრო: 08:00

ტენდერის აღწერილობა:

შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP) აცხადებს ელექტრონულ ტენდერს ჟინვალჰესის  220კვძალოვანი ტრანსფორმატორის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესყიდვაზე.

1.2 მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა

ტრანსფორმატორის რემონტის სამუშაოები დანართი N2-ში მოცემული ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

განსაკუთრებული მოთხოვნები:

დამატებითი მოთხოვნის გათვალისწინებით, დამკვეთის წარმომადგენელი უფლებამოსილია დაესწროს ტრანსფორმატორის რემონტის პროცესს. თუ ტრანსფორმატორის რემონტის (გახსნის) პროცესში გამოვლინდა რაიმე სახის მძიმე დაზიანება, კომპანიის თანამშრომლის მითითების შემდგომ კონტრაქტორმა უნდა შეწყვიტოს მუშაობა და შესაბამისად კონტრაქტორს უნდა აუნაზღაურდეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება.

პრეტენდენტმა წინადადების წარდგენამდე უნდა მოახდინოს ადგილზე ვიზიტი, რათა ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს ტრანსფორმატორის მდგომარეობისა და ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ.

1.3 განფასება

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასება დანართი N1-ში მოცემული ფასების ცხრილის შესაბამისად.

1.4 მომსახურების/სამუშაოს შესრულების (ხელშეკრულების) ვადა

მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი გეგმა გრაფიკის შესაბამისად.

პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ შესასყიდი მომსახურების  გეგმა-გრაფიკი განფასებასთან ერთად. კონკრეტული ვადების დადგენა განხორციელდება დამკვეთისა და შემსრულებელს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე. 

1.5 სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი

სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ადგილზე დამკვეთთან შეთანხმებით. სამუშაოების განხორციელების ადგილი: დუშეთის რაიონი, დავა ჟინვალი,  ჟინვალ ჰესის ტერიტორია. 

1.6 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რაზედაც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები:ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).

1.7 ანგარიშსწორების პირობები

ანგარიშსწორება მოხდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ანგარიშსწორებით მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან  და მომსახურების ინვოისის წარმოდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.8 პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ ტენდერში ასატვირთი/წარმოსადგენი მონაცემები:

  • ფასების ცხრილი განსაკუთრებული მოთხოვნების გათვალისწინებით (პუნქტი 1.2 და 1.3);
  • სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი
  • გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები 1.6 პუნქტის შესაბამისად; სასურველია პრეტენდენტს გააჩნდეს მინიმუმ სამი მსგავსი სამუშაოს შესრულების გამოცდილება, რომლის შესახებ იფნორმაცია დეტალურად უნდა იქნას წარდგენილი (დამკვეთი, შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება, შესრულების პერიოდი და ვადა და სხვ.)
  • თანხმობა წინამდებარე სატენდერო პირობებზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერილი სატენდერო განაცხადი
  • განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღის შემდეგ;
  • შესასრულებელი სამუშაოების მეთოდოლოგია, რომელშიც სხვა რელევანტურ ინფორმაციასთან ერთად მოცემული უნდა იყოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო ყველა მოწყობილობა და ხელსაწყოს შესახებ დეტალური ინფორმაცია (ინფორმაცია ტექნიკური/საწარმო ბაზის შესახებ). 
  • მაკომპლექტირებელი მასალის ტექნიკური მონაცემები და მწარმოებლის ინფორმაცია.

შენიშვნა:
წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში გამოფორმდება ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 

წინადადების მიწოდების საბოლოო ვადაა - 2026 წლის 30 მარტი, 12:00 საათი

წინადადების წარმოდგენის ფორმა: ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით (თითო ეგზემპლარი)

1.8.1 ხელშეკრულების გაფორმება

1) გამარჯვებულ კომპანიასა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP),  შორის გაფორმდება მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებებები ინდივიდუალურად, წინამდებარე საკონკურსო დოკუმენტაციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2) შემსყიდველი უფლებას იტოვებს გააფორმოს ხელშეკრულება ერთ ან რამოდენიმე კომპანიასთან.

1.9 სხვა მოთხოვნა

  • წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს:
    - გაკოტრების პროცესში;
    - ლიკვიდაციის პროცესში;
    - საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
  • ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ ტენდერით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ-ს).
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
  •  შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002) უფლებას იტოვებს თვითონგანსაზღვროს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს ტენდერის პირობები, რასაც დროულად აცნობებსტენდერის მონაწილეებს, ან შეწყვიტოს ტენდერი მისი მიმდინარეობის ნებმისმიერ ეტაპზე.
  • შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002) გამარჯვებულ მიმწოდებელს გამოავლენს სატენდერო კომისიაზე. შემსყიდველი (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ203826002)) არ არის ვალდებული მონაწილე კომპანიას მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება კონსკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
  • შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, ასევე მოიძიოს ინფორმაცია პრეტენდენტი კომპანიის ან მისი საქმიანობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემსყიდველი (შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP, ს/ნ 203826002)) არ მიიღებს არავითარ ზეპირ შეკითხვას დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. გამონაკლისის სახით მიიღება შეკითხვები ელექტრონულ ფოსტაზე: vtsiklauri@gwp.ge 

შენიშვნა: ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, მოპოვებული სხვა გზით არ იქნება ოფიციალური და არ წარმოშობს არავითარ ვალდებულებას შემსყიდველის (შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი (GWP, ს/ნ 203826002))  მხრიდან.

პასუხისმგებელი პირი: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნებისთვის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სათავო ოფისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10, თბილისი 0179, საქართველო; საკონტაქტო ელ-ფოსტა: pdpo@gwp.ge. მონაცემთა დამუშავების მიზანი: მესამე მხარის შესახებ ღია-წყაროებზე დაყრდნობით ანალიზის ჩატარება, რათა შეფასდეს მესამე მხარესთან პოტენციური ურთიერთობისას შესაბამისობის რისკები. ლეგიტიმაცია: პროფესიული ან/და კომერციული ურთიერთობა. მიმღებები: თქვენი მონაცემები არ გადაეცემა რომელიმე მესამე მხარეს, გარდა კანონიერი ვალდებულების ან უფლების შემთხვევისა. შენახვა: თქვენი მონაცემები ინახება კომპანიის შეფასებისთვის საჭირო დროის და სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში. აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ თქვენი პერსონალური მონაცემები დაიბლოკება კანონმდებლობით დაშვებული ვადით. როგორც კი ხსენებული ვადები ამოიწურება, არსებული ინფორმაცია განადგურდება. უფლებები: თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ მონაცემებზე წვდომის, მონაცემთა გასწორების, განახლების, წაშლის, დამუშავების შეზღუდვის ან აკრძალვის უფლებით, ასევე გააუქმოთ გაცემული თანხმობა წერილობითი მიმართვის მაიდენტიფიცირებელი გრიფით „მონაცემთა დაცვა“ გაგზავნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10, თბილისი 0179, საქართველო, ან ელექტრონული ფოსტის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: pdpo@gwp.ge, რომელშიც უნდა მიუთითოთ ის უფლება, რომელსაც ახორციელებთ და რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს თქვენ მიერ (ფიზიკურად ან ელექტრონულად). თუ ვერ ხერხდება თქვენი ვინაობის დადგენა, შეიძლება ჩვენი მხრიდან დამატებით მოთხოვნილ იქნას ინფორმაცია, მათ შორის, და არა მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის ასლი. პრეტეზნიის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (www.personaldata.ge).

ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხაზგასმით აღნიშნავს საორიენტაციო ჯამური მოცულობა არის სავარაუდო და მისი მითითება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიმარტოს როგორც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ვალდებულება შეისყიდოს საქონელი/მომსახურება საორიენტაციო ჯამური მოცულობით. საორიენტაციო ჯამური მოცულობა არ წარმოადგენს ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში შესასყიდი საქონლის/მომსახურების ზუსტ მოცულობას, ფაქტობრივად შესყიდული საქონლის/მომსახურების მოცულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს (იყოს მეტი ან ნაკლები) საორიენტაციო ჯამური მოცულობისგან, ასეთ შემთხვევაში: (ა) ტენდერში მონაწილე გარანტიას იძლევა, რომ იგი ამ საფუძვლით არ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას და აცხადებს უარს ამ საფუძვლით რაიმე სახის ზიანის/ზარალის ანაზღაურების მოთხოვნაზე, (ბ) ეს გარემოება არ შეიძლება გახდეს ტენდერში მონაწილე პირის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის ან სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნის საფუძველი. ტენდერში მონაწილეობით ტენდერში მონაწილე ეთანხმება ამ პირობებს და მათ მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

 ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 მარტი, 12:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შესყიდვების წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ვანო წიკლაური
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: vtsiklauri@gwp.ge 
ტელ.: +995 322 931111 (1149); 577 73 66 44

დამკვეთი დეპარტამენტის წარმომადგენელი
საკონტაქტო პირი: ირაკლი ბაკურაძე
მის.: ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქუჩა N10
ელ. ფოსტა: ibakuradze@gwp.ge

ჟინვალ ჰესის წარმომადგენელი:
ბ-ნ ზურაბ მაისაშვილი - 591 400 279

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები