ჩაბარების ვადა:
27 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30180 - ტენდერი ელექტრო გამანაწილებელი ფარების მარკირებაზე
ელ. ტენდერი
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2026 დრო 18:00
სატენდერო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 19 მარტი 2026 დრო: 08:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს ელექტროგამანაწილებელი ფარების მარკირების მომსახურებაზე.
მომსახურების აღწერა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის ბოლომდე, ბანკის მოთხოვნის შესაბამისად. დასამარკირებელი ობიექტების რაოდენობაა 113, ხოლო ავტომატური ამომრთველების მიახლოებითი რაოდენობა შეადგენს 2500-3000 ერთეულს.
ობიექტების ჩამონათვალი მისამართების მითითებით და ტექნიკური დავალება იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
ანაზღაურება მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
მოთხოვნები პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
- პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს არანაკლებ 100 000 ლარს. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე გაფორმებული ხელშეკრულებებისა და მათი დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მაგ.: სამუშაოს შესრულების აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ გაცემული ცნობა).
- იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიური გამოცდილება რეგისტრირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია მითითებულ იქნას სისტემის მიერ მინიჭებული NAT/SPA/CMR ნომერი.
- პრეტენდენტის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და იგი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის ან/და რეორგანიზაციის პროცესში.
სხვა პირობები:
- კომპანიამ სისტემაში უნდა ატვირთოს კომერციული წინადადება ინვოისის ფორმით სადაც განფასებული იქნება ერთი ერთეული ავტომატის მარკირების ღირებულება
- წინამდებარე ტენდერი არ ავალდებულებს ბანკს რომელიმე პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადებას.
- მომსახურების მოცულობა შესაძლოა შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) ბანკის საჭიროების შესაბამისად.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტექნიკურ საკითხზე დაუკავშირდით:
გიორგი: 577 102 917
სატენდერო საკითხებზე დაუკავშირდით:
ბექა მუმლაძე:
551462003
b.mumladze@bog.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
დოკუმენტაცია
1 მარკირებისთვის ობიექტები
1 მარკირებისთვის ობიექტები
RFP ფარების მარკირება
RFP ფარების მარკირება
ელ-გამანაწილებელი ფარების მარკირების ტექ. დავალება
ელ-გამანაწილებელი ფარების მარკირების ტექ. დავალება
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია
ელ. ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია