27 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30188 - ტენდერი აიტი აუთსორინგული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2026 დრო 11:15
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს აიტი აუთსორინგული მომსახურების შესყიდვაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის აიტი ინფრასტრუქტურის მართვის აუთსორინგული მომსახურების ტექნიკური მოთხოვნები:
აიტი აუთსორსინგული მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 მაისიდან 2028 წლის 30 აპრილის ჩათვლით და მოიცავს:
- ღრუბლოვანი სერვერების სისტემური ადმინისტრირებას;
- ქსელური და უსაფრთხოების დაცვის მოწყობილობების (სვიჩები, მარშუტიზატორები, ფაირვოლები) ადმინისტრირებას, მათ შორის სათაო ოფისის და ფილიალების (10 რეგიონალური ფილიალის - სარფი, ვალე, კარწახი, ნინოწმინდა, გუგუთი, სადახლო, წითელი ხიდი, ლაგოდეხი, არშა და ფანშეტი);
- ვირტუალიზაციის და ვირტუალური სერვერების ადმინისტრირებას;
- ცენტრის მიერ ელექტრონული სისტემების და ბიზნეს პროცესების მართვისათვის არსებული კავშირის არხების (ინტერნეტ არხები, კავშირის არხები მესამე მხარეებთან, კავშირის არხები ფილიალებთან) მართვას;
- რელაციური მონაცემთა ბაზების სერვერების (MS SQL) ადმინისტრირებას;
- არარელაციური მონაცემთა ბაზების სერვერების (Mongo DB) ადმინისტრირებას;
- არარელაციური დანაწილებული in-memory ტიპი მონაცემთა ბაზების სერვერების (Redis) ადმინისტრირებას;
- ცენტრის აპლიკაციების სერვერების წინასწარ შეთანხმებული სერვისების (მაგ: IIS, Windows service, Linux Apach server და ა.შ.) ადმინისტრირებას;
- კომპიუტერული უსაფრთხოების მართვის ელექტრონული სისტემების - მონაცემთა გაჟონვის პრევენციის ელექტრონული სისტემის (DLP – Data Loss Prevention), უსაფრთხოების ინფორმაციისა და შეტყობინებების მართვის სისტემის (SIEM), პრივილეგირებული მომხმარებლების მართვის სისტემის (PAM) და ანტივირუსის ცენტრალური მართვის სისტემის (Endpoint security) სისტემური ადმინისტრირებას;
- ინფრასტრუქტურის ერთიანი მონიტორინგის სისტემის ადმინისტრირებას და მართვას;
- სათაო ოფისში და ფილიალებში (10 რეგიონალური ფილიალი) განთავსებული პერსონალური კომპიუტერების, პრინტერების, სტაციონალური და პროგრამული ტელეფონების, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების და ბარათით დაშვების ელექტრონული სისტემების ქსელური კავშირების მხარდაჭერა (შენიშვნა - ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში მომსახურე კომპანია ჩართულია მხოლოდ დიაგნოსტირების და ინტერნეტ ოპერატორების მხრიდან კავშირის აღდგენისათვის საჭირო მოქმედებების განხორცილების პროცესში ცენტრის მხრიდან ტექნიკური მხარდაჭერაში).
- AWS-ის, Microsoft-ის და ცენტრის მიერ შერჩეული საქართველოში განთავსებული ღრუბლოვანი სერვისების ადმინისტრირება/მართვა, რომელიც თავის მხრივ მოიცავს:
- AWS-ის, Hetzner-ის და ცენტრის მიერ შერჩეული საქართველოში განთავსებულ ღრუბლოვანი სერვისებში პროდაქშენის, სარეზერვო და სატესტო სერვერების მართვას;
- AWS-ის, Hetzner-ის და ცენტრის მიერ შერჩეული საქართველოში განთავსებულ ღრუბლოვანი სერვისების ტექნიკურ მართვას, ვენდორების მიერ გამოყოფილი მართვის პანელების საშუალებით;
- AWS-ის, Hetzner-ის და ცენტრის მიერ შერჩეული საქართველოში განთავსებულ ღრუბლოვან სერვისებში არსებული ცენტრის მიერ გამოყენებული უსაფრთხოების სისტემის (Firewall, Load Balancer, WAF და სხვა) მართვას;
- AWS-ის, Hetzner-ის და ცენტრის მიერ შერჩეული საქართველოში განთავსებულ ღრუბლოვან სერვისების და ცენტრის ოფისებს შორის კავშირის არხების მართვას;
- ცენტრის მიერ გამოყენებული Microsoft 365-ის ღრუბლოვანი სერვისების მართვას, გამოყოფილი მართვის პანელების საშუალებით;
- Microsoft 365-ის სერვისის მართვას - Office 365 Business Essentials (Month to Month);
- Microsoft 365-ის მომხმარებელთა და უსაფრთხოების და მართვის პოლიტიკების მართვას.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 27 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი,
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591404046
ტექნიკურ საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
მობ: 595184444
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები