26 მარტი 2026, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30189 - ტენდერი ბეკაპირების სერვისის მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სავალდებულო დაზღვევის ცენტრი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 19 მარტი 2026 დრო 11:20
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 მარტი 2026 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ტენდერს ბეკაპირების სერვისის მომსახურების შესყიდვაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის მონაცემთა ბეკაპირების სერვისის ტექნიკური მოთხოვნები:
მონაცემთა ბეკაპირების სერვისის მომსახურება უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 მაისიდან 2027 წლის 30 აპრილის ჩათვლით და მოიცავს:
სერვისის აღწერილობა:
სერვისის მიმწოდებელი კომპანიის მიერ ცენტრში არსებული რეზერვირების სქემის შესაბამისად უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბეკაპირება.
ბეკაპირებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემა შეიძლება იყოს Veem ან Symantec backup exec. ელექტრონული სისტემა უნდა უზრუნველყოს და გამართოს სერვისის მომწოდებელმა კომპანიამ. ცენტრის ელექტრონული სისტემების მონაცემთა ბეკაპირება უნდა განხორციელდეს შემოთავაზებული სერვისის სახით, რაც თავის მხრივ გულისხმობს სერვისის მიმწოდებლის მიერ ცენტრის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურაში ბეკაპირებისათვის გამოყენებული ელექტრონული სისტემის ვირტუალური სერვერის გამართვას (რომელიც იქნება სერვისის მიმწოდებლის საკუთრება) და მისი საშუალებით უნდა უზრუნველყოფილი იყოს ცენტრის ყველა ელექტრონული სისტემების სარეზერვო ასლების აღების პროცესის მართვა. სარეზერვო ასლების შენახვა უნდა განხორციელდეს ცენტრის მიერ გამოყოფილ სარეზერვო ასლების საცავ მოწყობილობაზე. რეზერვირების სქემა წინასწარ უნდა შეთანხმდეს ცენტრის წარმომადგენლებთან.
დამატებითი მოთხოვნები სერვისის მომწოდებლისათვის:
- აუცილებელია სერვისის მომწოდებელ კომპანიას ჰქონდეს ინციდენტების აღრიცხვის თავისი პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც მაქსიმალურად ავტომატურად უნდა ფიქსირდებოდეს ნებისმიერი ტიპის ტექნიკური, თუ პროგრამული ინციდენტები. ასევე ამ სისტემაში უნდა იყოს შესაძლებელი, სერვისის მომწოდებელი ოპერატორის მიერ ინციდენტების ხელით დაფიქსირება. ამ სისტემაში უნდა იყოს ჩვენი ცენტრის ინფრასტრუქტურის დამატების შესაძლებლობა, ისე რომ ცენტრის შესაბამის თანამშრომლებს ჰქონდეთ წვდომა ინციდენტების მართვის პროგრამაში მხოლოდ ცენტრის ინციდენტების ნახვის და დამატების უფლებით.
- კომპანიას უნდა ჰქონდეს ე.წ. ცხელი სატელეფონო ხაზი, რომელიც იმუშავებს 24/7 რეჟიმში მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად და რომელსაც უნდა ჰქონდეს ინციდენტების დაფიქსირების შესაძლებლობა ჩვენი თანამშრომლების მიერ სატელეფონო ზარების ან ელ-ფოსტის შეტყობინებების მიღების საფუძველზე.
- ხელშეკრულების დადებამდე 1 კვირის განმავლობაში სერვისის მიმწოდებელმა კომპანიამ უნდა განახორციელოს არსებული ინფრასტრუქტურის რეზერვირების სქემის შესწავლა. განახორციელოს შესაბამისი სერვისების გააქტიურება და დანერგვა და საჭიროების შემთხვევაში შემოგვთავაზოს შესაბამისი ცვლილებები უფასოდ;
- არსებული რეზერვირების სქემიდან ახალ (სერვისის მომწოდებლის მირე შემოთავაზებულ) სერვისებზე გადასვლა უნდა განხორციელდეს შეფერხების გარეშე ან წინასწარ შეთანხმებული მცირედი შეფერხებით.
- ტენდერში მონაწილოების მიღებამდე მოთხოვნების შესახებ საჭირო ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია ცენტრის აიტი სამსახურის უფროსთან წინასწარი შეხვედრა ან დისტანციური გასაუბრება.
- სერვისის მიმწოდებელ კომპანიას აუცილებელია ჰქონდეს ანალოგიური (ბეკაპირების) სერვისის მიწოდების გამოცდილება არა ნაკლებ 3 წელი.
- სერვისის მიმწოდებელ კომპანიას სისტემების და მონაცემთა ბაზების რეზერვირების მართვის მიმართულებაში უნდა ჰყავდეს ჩართული არანაკლებ 2 სისტემური ადმინისტრატორი ან რეზერვირების მართვის ადმინისტრატორი
- ჩვენს კომპანიაზე რეზერვირების მართვის მიმართულებით გამოყოფილი სპეციალისტებს (ერთს მაინც) უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის დამდასტურებელი შემდეგი მინიმალური სერთიფიკატები:
- სისტემური ადმინისტრატორი ან რეზერვირების მართვის ადმინისტრატორი - MCSA ან MCSE, (Vmware Certified Advanced Professional) ან უფრო მაღალი, და RED HAT CERTIFIED SYSTEM ADMINISTRATOR ან უფრო მაღალი დონის შესაბამისი სერთიფიკატი.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 26 მარტი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია:
შესყიდვის პროცედურების და შესყიდვების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
ნიკოლოზ მინდიაშვილი,
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტის მისამართი: nmindiashvili@tpl.ge
მობ: 591404046
ტექნიკურ საკითხების მიმართულებით საკონტაქტო პირი:
გიორგი გიორგანაშვილი
საკონტაქტო პირის ელ-ფოსტა: ggiorganashvili@tpl.ge
მობ: 595184444
ტენდერის კატეგორია:
- 48100000 პროგრამული უზრუნველყოფის სამრეწველო პაკეტები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები