31 მარტი 2026, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30246 - ტენდერი დატაცენტრის როუტერებისა და შესაბამისი ლიცენზიების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 26 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 31 მარტი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს ტენდერი დატაცენტრის როუტერებისა და შესაბამისი ლიცენზიების შესყიდვაზე.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლოდა სპეცტექნიკის დიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2026 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან: 2026 წლის 15 აპრილი,
| დასახელება/მოდელი | რაოდენობა | |
| როუტერი (ალტერნატიული მოდელი1) | C8300-1N1S-4T2X | 8 |
| როუტერი (ალტერნატიული მოდელი2) | C8300-2N2S-4T2X | 8 |
| ლიცენზია | DNA-P-T2-E-3Y | 8 |
| დამატებითი პირობები | მწარმოებლის მხარდაჭერა | 3 წელი |
| საგარანტიო პირობა | 1-3 წელი | |
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში.
- ფასების მოწოდება ხდება დანართი №1-ის მიხედვით (დოკუმენტი ელექტრონულ სისტემაში უნდა აიტვირთოს როგორც ექსელის ფაილის სახით, ასევე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი, ბეჭდით დამოწმებული,დასკანერებული ვერსია);
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა (მათ შორის შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისათვის საჭიროყველა ხარჯს) და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ).
- ბრენდის ოფიციალური პარტნიორობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (Cisco Partner Authorization Letter);
- ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური შესყიდვის ობიექტის მიწოდების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- როუტერის მოდელები მოცემულია ალტერნატიულად. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს შეთავაზება, როგორც ორივე ისე ცალკეულად კონკრეტულ მოდელის სრულ მოცულობაზე (8 ერთეული). გამარჯვებულის გამოვლენის ეტაპზე, სხვა კრიტერიუმებთან ერთად უპირატესობა მიენიჭება 3 წლიან საგარანტიო პირობას;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც გაცემული უნდა იყოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის გამოცხადების პერიოდამდე არაუმეტეს 3 თვისა;
- კომპანიის კორპორატიული კლიენტების ჩამონათვალი(სასურველია);
- ანგარიშსწორება განხორციელდება კონსიგნაციის წესით, უნაღდო ფორმით. ანგარიშსწორების ვადა განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის მიღებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თვის ბოლო დღიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში (Current +45 days)
- შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილი: საქართველო, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, მეექვსე კვარტალი, 22-ე ბ კორპუსი;
- შესყიდვის ობიექტის მოწოდება ხდება ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში;
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 31 მარტი, 17:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებული კითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველადაინტერესებული პირისთვის და წარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ProcurementTenders@tegetamotors.ge
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები
- 32400000 ქსელები
- 48200000 ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები