3 აპრილი 2026, 12:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T30266 - ტენდერი სამკერვალო პროდუქციის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: თეგეტა მოტორსი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 27 მარტი 2026 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 3 აპრილი 2026 დრო 12:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს თეგეტა მოტორსი აცხადებს ტენდერს სამკერვალო პროდუქციაზე.
შპს თეგეტა მოტორსი წარმოდგენილია ამიერკავკასიასა და ცენტრალური აზიის ფართო ბაზარზე. არის საქართველოს უმსხვილესიკომპანიების ხუთეულში შემავალი ბიზნეს ჯგუფი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი.
თეგეტა მოტორსი, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილოეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სამშენებლო და სპეცტექნიკისდიაგნოსტირებას და შეკეთებას გულისხმობს.
აღნიშნული ტენდერები ცხადდება 2026-2027 წლისათვის და გამარჯვებულ კომპანიასთან კონტრაქტი ძალაში შევა შემდეგი თარიღიდან:
- 2025 წლის 27 აპრილი;
- სარეკლამო პროდუქციის ჩამონათვალი და ტექნიკური მახასიათებლები მითითებულია დანართ N1-ში;
- საბეჭდი ფაილები მითითებულია N2-ში;
- დანართი N1-ში უნდა მოხდეს შეთავაზების შევსება;
მონაწილის მხრიდან წარმოსადგენი ინფორმაცია და სხვა დეტალები:
- კომპანიის რეკვიზიტები (სრული დასახელება, ს/კ, ელ.ფოსტა და ტელ. ნომერი).
- კომერციული წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს : მომსახურების ღირებულებას, გადახდის პირობას და სხვა შემოთავაზებულ დეტალებს.
- ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ფასები უნდა მოიცავდეს ამ კონკურსით გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს (მათ შორის დღგ). თითოეული ტიპისი საწვავის შემთხვევაში ფასი უნდა შეიცავდეს, მომწოდებლის ქსელში არსებულ ლიტრის ღირებულებაზე ფასდაკლების შესახებ ინფორმაციას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
- მოწოდებულ უნდა იქნეს ყველა პოზიციის ბრენდირებული ნიმუში ტენდერის დასრულებიდან 5 დღის ვადაში;
- წარმოდგენილი უნდა იყოს ნაჭრების სერთიფიკატები სახეობების მიხედვით;
- ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს მითითებული ვადის ამოწურვამდე, ელექტრონულად ტენდერების ვებ გვერდზე www.tenders.ge
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში.
სატენდერო პროცედურები და ვადები:
- სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას.
- მონაწილის მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
- ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება შპს „თეგეტა მოტორსის“ სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
- შპს „თეგეტა მოტორსი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აპრილი, 12:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ www.tenders.ge -ზე განთავსებულიკითხვა/პასუხის ველი (სატენდერო განაცხადის ქვემოთ), რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის დაწარმოადგენს ღია/საჯარო ინფორმაციას, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: MarketingUnit@tegetamotors.ge
ტენდერის კატეგორია:
- 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 18200000 გარედან ჩასაცმელი ტანსაცმელი
- 18300000 ტანსაცმელი
- 39500000 ქსოვილის ნივთები